USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
კრწანისის რაიონში ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს
Date:  553
რუსთავის გზატკეცილი 265-ის N6 კორპუსის მოსახლეობის თხოვნით, სამი ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია.
 
ლიფტების რეაბილიტაცია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც 79 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
 
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ფონიჭალაში კიდევ 3 ლიფტს ჩაუტარდა. რუსთავის გზატკეცილზე, N42 და N269 კორპუსების მოსახლეობა სრულად რეაბილიტირებული ლიფტებით სარგებლობს.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way