USD 2.6807
EUR 3.1782
RUB 3.4683
თბილისი
კრწანისის რაიონში, ილია პაჭკორიას სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა მინი ფეხბურთში
თარიღი:  1073
კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „ილია პაჭკორიას სახელობის კრწანისის რაიონული ტურნირი მინი ფეხბურთში -2023“ -ის ფინალი გაიმართა.
 
შვიდდღიან ტურნირში მონაწილეობა კრწანისის რაიონში მცხოვრებ, 17 წლიდან ზევით ასაკობრივი ჯგუფის ყველა მსურველს შეეძლო. თამაშები რაიონში არსებულ ახლად რეაბილიტირებულ ოთხ ღია სპორტულ მოედანზე ჩატარდა. ფინალი გუნდებს „ლოუ სკოუპი“ და „ზემო ფონიჭალა“ შორის გაიმართა. გამარჯვება "ლოუ სკოუპის" გუნდმა მოიპოვა.
 
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასი, მედლები, სიგელები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეებიც (ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო მოთამაშე).
 
ფინალური შეხვედრა გორგასალის N 111-ში მდებარე სტადიონზე გაიმართა, რომლის რეაბილიტაციისათვის კრწანისის რაიონის გამგეობამ 130 000 ლარამდე დახარჯა. თამაშების დაწყებამდე სპორტული მოედანი დედაქალაქის მერის მოადგილემ - კახაბერ გულედანმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ლევან ჯაფარიძემაც დაათვალიერეს.
მსოფლიო
ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველი სხდომა 19 თებერვალს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.

როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.

რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის