USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
კრწანისის რაიონში, გორგასლის 111-ის მიმდებარედ, 120 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
дата:  184
კრწანისის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გორგასლის 111-ის მიმდებარედ, 120 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა.
აღნიშნულ მისამართზე დაზიანებული იყო სანიაღვრე კოლექტორი, რის გამოც უხვი ნალექის დროს წყალი იქ არსებული კორპუსების სარდაფებში ჩაედინებოდა.
ინფრასტრუქტურული სამსახურის გადაწყვეტილებით, საჭირო იყო სანიაღვრე კოლექტორის აღდგენა-რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შიდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 280 000 ლარია.
ამავე მისამართზე ცოტა ხნის წინ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დასრულდა წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, რისთვისაც 50 000 ლარამდე დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати