USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
კრწანისის რაიონში, ე.წ. „სვანების დასახლებაში“, აფხაზეთის ქუჩაზე არსებული ღია სანიაღვრე არხის გადახურვა დაიწყო
дата:  
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ე.წ. „სვანების დასახლებაში“, აფხაზეთის ქუჩაზე არსებული ღია სანიაღვრე არხის გადახურვა დაიწყო.
აღნიშნული არხის გადახურვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უხვი ნალექის მოსვლისას ტერიტორიის დატბორვის საფრთხეს მოხსნის. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა გადამკვეთი კიუეტები, ცხაურები და დაიგება ასფალტის საფარი.
სამუშაოები 800 კვ.მ. ფართობზე ხორციელდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 200 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати