USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის მე-15, 25-ე და 26-ე კორპუსებში ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  421
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, კრწანისის რაიონში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია ზემო ფონიჭალის მე-15, 25-ე და 26-ე კორპუსებში მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში ნაპრალები სპეციალური საიზოლაციო მასალით ივსება, რაც სართულებს შორის წყლის ჟონვას გამორიცხავს და შენობის მდგრადობას უზრუნველყოფს. პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 161 500 ლარამდეა გამოყოფილი.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე და მთაწმინდა კრწანისის რაიონების დელეგატი "ქართული ოცნებიდა" დავით კაჭარავა გაეცნენ.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати