USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ლიტერატურული კონკურსი „კალმოსანი - 2025" იმართება
თარიღი:  335
კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ლიტერატურული კონკურსი „კალმოსანი - 2025" იმართება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, IX – XII კლასების 50 მოსწავლე შეირჩა.
 
მონაწილეებს თემატიკის შერჩევაში თავისუფალი არჩევანი ჰქონდათ.
 
კონკურსის შემდეგ ეტაპზე ჟიური სამი საპრიზო ნაწარმოების ავტორებს გამოავლენს. ამასთანავე, ჯილდოები ოთხ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებსაც გადაეცემათ.
 
პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები სავაჭრო ცენტრის 500, 400 და 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდებიან.
 
დამატებით 4 ნომინაციაში გამარჯვებულებს კი სავაჭრო ცენტრის 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ.
 
ყველა კონკურსანტს სერტიფიკატი, ბრენდირებული კალამი და ჩანთა და წიგნაკი დაურიგდება.
 
ჟიურის მიერ გამოვლენილი 20-25 საუკეთესო ნაშრომი წიგნის სახით გამოიცემა და მონაწილეებს გადაეცემათ.
 
ღონისძიებას, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის