USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა
თარიღი:  363
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
 
მისი თქმით, 2024 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, თაბორის ტურისტული ბილიკი, რომლის ღირებულებამ თითქმის 1 500 000 ლარი შეადგინა. სრულად რეაბილიტირდა ფირდოუსის ქუჩა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 93 მისამართზე.
 
 სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო და რეაბილიტირდა 16 მისამართზე, ხოლო 106 მისამართზე ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები.
 
 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 206 პროექტი განხორციელდა.
 
 ასევე, მიმდინარე წელს გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ხოლო 2024 წელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება კრწანისში მცხოვრებ დაახლოებით 12 000 განმცხადებელს გაეწია.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სხვადასხვა რაიონის გამგებლები და პარლამენტის წევრები.
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის