USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კრწანისის N55-ში წყალარინების მოწყობისა და ეზოს მოასფალტების სამუშაოები დასრულდა
дата:  745
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, წყალარინების სისტემა ხელახლა დაიქსელა, წყლისა და კანალიზაციის მილები ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ ქსელზე დაერთდა, რის შედეგადაც მოსახლოებას წყალი მაღალი წნევით მიეწოდება.
 
სამუშაოების შესრულებამდე, წნევის სიმცირის გამო, ყველა ოჯახი ვერ ახერხებდა ერთდროულად წყლით სარგებლობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა 650 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დააგო. საერთო ჯამში, სამუშაოების შესასრულებლად 100 000 ლარამდე დაიხარჯა.
 
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати