USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
"კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი" - ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების მოქმედების სქემა ესპანეთში
თარიღი:  787

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. დაჯგუფების წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდნენ და სახლებს ძარცვავდნენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით. კერძოდ, ისინი უხილავ ძაფებსა და მარკერებს ათავსებდნენ სახლის კარებთან, რათა გაეგოთ, გაიღო თუ არა კარი. სახლებში, სადაც მეპატრონე არ იმყოფებოდა, ღამით იპარებოდნენ და საკეტებს ამტვრევდნენ.

პოლიციამ მოპარულ ნივთებს შორის ამოიღო: ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული. არსებული ცნობებით, ჯგუფის წევრები ფულად გზავნილებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რიცხავდნენ. ქალაქ ლუგოში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები არიან ქართული მაფიოზური ორგანიზაციების წვერები და მათ ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ. ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.

პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანას ქირაობდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ. ძარცვავდნენ სახლებს, ფერემბსა და სხვა ობიექტებს. კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი.  ისინი დავალებებს ქართველი პირებისგანაც იღებდნენ, სავარაუდოდ ისინი უმზადებდნენ მათ ყალბ დოკუმენტებს და ასევე უზრუნველყოფდნენ მათთვის საცხოვრებელ ადგილებს" აცხადებენ ესპანეთის პოლიციაში.

წყარო:https://mtavari.tv/

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის