USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა
Date:  852

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო ბოდიში მოიხადა, დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას „უკრაინული დრონებისა შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის დროს ცდილობდა“.

„თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება არაერთხელ სცადა. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული დრონები ესხმოდნენ თავს და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმებს იგერიებდნენ“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს წინასწარი გამოძიების ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way