USD 2.5957
EUR 2.8875
RUB 3.2230
თბილისი
კოვიდშეზღუდვები და ბიზნესისათვის გამოუცხადებელი „ომის ქრონიკები“
თარიღი:  2160

კოვიდ-19-ის პანდემიამ უძლიერესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, თუმცა თავი შეგვიძლია ცოტათი იმით დავიმშვიდოთ, რომ ამ გასაჭირში მარტონი არა ვართ და ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგა დღის წესრიგში. ყველა ქვეყანას საკუთარი პოლიტიკა აქვს შემუშავებული ამ საკითხის გადასაჭრელად და არც საქართველოს მთავრობაა ამ მხრივ გამონაკლისი.

ამ შემთხვევაში, ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული ე.წ. კოვიდშეზღუდვების და ბიზნესისთვის დახმარების პოლიტიკის რევიზია და ანალიზი.

ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ქართული ბიზნესიც გაგებით ეკიდებოდა ამ შეზღუდვებს და მიუხედავად უკიდურესი გასაჭირისა მორჩილად ასრულებდა ყველა კოვიდშემზღუდველ მითითებას. კანონმორჩილების მიუხედავდ გულისწყრომა  და პროტესტიც არ აკლდა ამ პროცეს, მაგრამ ყველა მაინც იმედით ელოდებოდა 2021 წლის 22 იანვარს, როცა საქართველოს მთავრობა  „ლოქდაუნის მოხსნის“ ახალ პირობებს გამოაცხადებდა.

დადაგა 22 იანვარი, გაცხადდა შეზღუდვების ეტაპობრივად გახსნის გეგმა და აქ უკვე ვეღარ გაუძლო ქართული ბიზნესის დიდ ნაწილს მოთმინებამ. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მთავრობა 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნას გეგმავს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება. რაც შეეხება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის შეზღუდვების მოხსნას, ეს ჯერ არ იგეგმება.

მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, უსამართლობის განცდამ და უკიდურესმა ეკონომიკურმა გაჭირვებამ, თავისი ქნა და მე მგონი საქართველოს ისტორიაში ასე მრავლად პირველად ისმის ბიზნესი მხრიდან საპროტესტო განცხადებები და არა მარტო განცხადებები, ბიზნესი საპროტესო აქციებსაც მართავს და უფრო მასშტაბური ქმედებებისთვისაც ემზადება.

რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე - “არასოდეს არ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია არაფრის შესახებ. მე არ ვიცი, ეკონომიკური გუნდი როგორ არის დაკომპლექტებული, მაგრამ თუ ყოფილი ბიზნესმენები შედიან, უნდა იცოდნენ, რომ, როცა ხუთშაბათს გეუბნებიან – შაბათს იხურებიო, უკვე ზარალში ხარ, იმიტომ რომ სარესტორნე ბიზნესი სხვანაირად მუშაობს. არსებულ მდგომარეობაში ვცდილობთ მხოლოდ თანამშრომლების შენარჩუნებას, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ არის, ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენთვის, კომუნალურებზე კი ზედმეტია ლაპარაკი”-ამბობს

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებლის მერიკო გუბელაძე: „ბოლო ერთი კვირაა უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ დღიურად შეიძლება შეკვეთა იყოს 150 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ალბათ თვის ბოლომდე გავქაჩავთ და მერე ალბათ დახურვა მოგვიწევს. ჩვენ ვიხრჩობით. არსებობს არაფრისმომცემი რეგულაციები, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. რთული, მიუღებელი სიტუაციაა“

ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგიძე: „საკითხი არის ძალიან მარტივი. სფერო, რომელიც არის ერთი წელი გაჩერებული და მთავარი შემომტანი იყო ქვეყნის ბიუჯეტის, დაახლოებით 25-27 პროცენტამდე ავსებდა ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ეს სფერო არის სრულიად გაჩერებული. ზარალი ძალიან მარტივად დათვლადია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პერსპექტივაც არ ჩანს, როგორ გავიხსნებით. მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 1200 კომპანია გაკოტრდა, ხოლო 350 000-მდე ადამიანი, რომლებიც ტურიზმში იყვნენ დასაქმებული, უმუშევრად არიან დარჩენილი.

„მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყანაში შიმშილობის ზღვარზე და ამის ფონზე სახელმწიფო არ გვაძლევს გამომუშავების საშუალებას. უნდა გაიხსნას, სხვა გამოსავალი არ არის, თორემ ჩვენ გაზაფხული გვექნება ძალიან მძიმე და კიდევ რამდენიმე თვე რომ არ იმუშაოს სფერომ, ეს ნიშნავს დიდ სოციალურ აფეთქებას, აქამდე მივდივართ“

სამთო-სათხილამურო სექტორის წარმომადგენელი გეგა სალუქვაძემ: ,,ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”

 „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე: „საიდან უნდა ვუქირავო თანამშრომელს ტრანსპორტი. 8 დღე რომ ვიყავით წინასაახალწლოდ გახსნილები ხან ტაქსით და ხან ჩემი მანქანით დამყავდა და 

ახლა როდესაც გაიხსნება, ამას ხომ სისტემატიზირებული მიდგომა სჭირდება. არც ერთ კომპანიას არ აქვს ახლა ამხელა ხარჯების გაღების საშუალება.“

ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფი  „ტურიზმის ინდუსტრიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” ავრცელებს: “გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყენებს ტურიზმის ინდუსტრიას!  დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა; სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა,საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან!", -

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები აქციას მართავენ და ამ აქციას სავჭარო ცენტრის ადმინისტრაციაც უერთდება.

"ლილო მოლის" დირექტორი,  გიორგი კვარაცხელია: „ვეთანხმებით მოვაჭრეებს, რომ მიდგომა არის დისკრიმინაციული მათ მიმართ და გადაწყვეტილება არის უსამართლო. ქუჩაშია გადასული ვაჭრობა  

და ორგანიზებული სავაჭშრო ცენტრი არის გადასული. ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით. გუშინწინაც გვქონდა ტექნიკური შეხვედრა და აბსოლუტურად ყველა ელოდა გახსნას. ვწუხვართ, რომ ასე შეუძლიათ გადაიტანონ გახსნა ორი კვირით, მერე კიდევ ორი კვირით და ა.შ. აქ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ბიზნესი დღეს გადარჩენის ზღვარზე დგას. უნდა გავხსნილიყავით, გადაიდო, მერე კიდევ გადაიდო, მერე კიდევ და ყველაფერს ვიგებთ ტელევიზიით, რაც ძალიან სამწუხაროა“.

დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები „ფრონტის წინა ხაზზე“ მდგომი ბიზნესის განცხადებებს უფრო გავს, რომელიიც მიატოვა იმ მთავრობამ, რომლის არჩევაში და ხელისუფლებაში მოყვანაში ბიზნეს არც თუ უკანასკნელი როლი მიუძღვის.

ელიავას ბაზრობა და გამოუცხადებელი „ომის ქრონიკები“

სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ კოვიდ შეზღუდვების საფარქვეშ, ხელისუფლება და დაინტერესებული წრეები, შიგადაშიგ პირად ბიზნეს ინტერესებსაც აპარებენ.

ამის ნათელი მაგალითია - ელიავას ბაზრობა, რომელიც ამ პანდემიის პერიოდში აშკარად დისკრიმინაციულ მგომარეობაში იმყოფება, სხვა ბიზნეს სუბიექტებთან შედარებით.

უწყებათაშორის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში 1 თებერვლიდან ფუნქციონირებას იწყებს  ყველა არსებული სავაჭრო ცენტრი, ყველა სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი და მაღაზია, ყველა სამშენებლო მასალის ე.წ. ბაზრობები, მეორადი ავტო-ნაწილებით მოვაჭრე ბაზრობები, ავეჯის ცენტრები და მაღაზიები, გარდა „ელიავას ბაზრობისა“, რომელიც მუსაობას განაახლებს 15 თებერვლიდან.

წინა საყოველთაო ლოკდაუნების დროსაც ზუსტად ანალოგიურად ხდებოდა - „ელიავას ბაზრობას“ ადრე ხურავდნენ და გვიან ხსნიდნენ. და თან მისი უშუალო კონკურენტების დიდი ნაწილი არც კი წყვეტდა მუშაობას.

და რაც მთავარია კოვიდ მოთხოვნების მხრივ ელიავას ბაზრობა სხვა ობიექტებზე უკეთ არის დაცული, აქ სავაჭრო პროცესის ნაწილი მიმდინარეობს ღია სივრცეში. ბაზრობას უკავია 15 ჰა ფართობი და მისი ყველაზე გადატვირთული მუშაობის დროსაც კი,  მომხმარებლის სიმჭიდროვე ამ სივრცეში, ბუნებრივად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებს. გარდა ამისა მთლიანად ამ სივრცეში ფუნქციონირებს  30.000 კვ.მ-ზე მეტი, თანამედროვე სტანდარით აშენებული, „მოლის“ ტიპის სავაჭრო ცენტრები.

ვერანაირად ვერ ვხვდები, რა ლოგიკით უნდა აუხსნას ხელისუფლებამ  იქ  დასაქმებული ათასობით ადამიანის თუ რატომ არის შესაძლებელი მუშაობის უფლება მიეცეთ, ზუსტად მსგავსი ფორმატის ისეთი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს, ხოლო ისინი მოკლებული იყვნენ ამ უფლებას და იმყოფებოდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში თავიანთ უშუალო კონკურენტებთან მიმართებით.

არ გახსნის მიზეზად, მხოლოდ ერთი „ჟარგონული“ გამონათქვამი მომდის თავში - "ქუდი რატომ არ გახურავს".

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ელიავას ბაზრობას“ წინ ხვდება „ხელოვნურად“ შექმნილი ბარიერი  ბიზნესის განვითარების საქმეში და  უკვე 5-6 წელზე მეტია ქალაქის მერია მიზანმიმართულად არ აძლევს აქაურობის მეპატრონეებს განვითარების საშუალებას ( უკვე დამტკიცებულ გრგ-ს აჩერებს საკრებულო და სხვა მიზეზები), ცხადი ხდება, რომ  ვიღაცა მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს აქაურობის განვითარებას და ნელ-ნელა გააკოტროს აქ არსებული ბიზნესი...

ბევრს გონია, რომ ბაზრობის დღევანდელი უსახური სახე, ამ ბაზრობის მეპატრონეების დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალია, თუმცა, რეალურად მათი არაერთგზის მცდელობა, რომ აქაურობას თანამედროვე და ცივილიზებული ბიზნეს გარემოდ აქციონ, ყოველთვის გადაულახავ დაბრკოლებას ეხეთქება.

დღესაც გენგეგმის და ამ ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მომიზეზებით, მინიმუმ კიდევ 3 წელი აქ კედელზე ლურსმნის მიჭედების უფლებაც კი არ ექნება აქ არავის.... ეს კი იმას ნიშნავს. რომ ბიზნესის ხელისუფლების მხრიდან „გამოუცხადებელი ომის“  პირობებში იმყოფება, ხოლო ეს უკანასკნელი მოქმედებს ფორმულით - მხოლოდ ბიზნესი არაფერი პირადუილი.

გენგეგმა,  რევიტალიზაციის კონცეფცია, ხელისუფლების და მეპატრონეების ინტერესები იქეთ იყოს და „ელიავას ბაზრობაზე“ მომუშავე ათასობით მეწარმეს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს მთავრობასთან - გთხოვთ მოგვცეთ მუშაობის განახლების უფლება იმ რეჟიმით და იმ ვადიდან, რომლითაც ფუნქციონირებს დაიწყებენ სავაჭრო ცენტრების აბსოლიტური უმრავლესობა და ნუ გვამყოფებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩვენს უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში, და ნუ დაგვიკარგავთ, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენელებს სამართლიანობის განცდას.

ჯერ მხოლოდ სიტყვიერად ითხოვენ და ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

გოგი ლორთქიფანიძე

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის