USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში ვირუსის შემცველობას ამცირებს
Date:  2940

ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამცირებს ვირუსის შემცველობას კოვიდიან პაციენტებში და რომელსაც შეუძლია შეაჩეროს კორონავირუსის გადაცემა 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული ექსპერიმენტული პრეპარატის წარმოება დაიწყო ფარმაცევტულმა კომპანიამ  "Ridgeback Biotherapeutics LP и Merck". ამ პრეპარატმა მიიღო სახელწოდება  "Molnupiravir". ამის შესახებ ლაპარაკია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „ Nature Microbiology".

სხვა   პრეპარატებისაგან განსხვავებით, მოლნუპირავირი  თავს ესხმის ვირუსის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გამრავლებაზე. მწარმოებლები ამბობენ, რომ ტესტირებით  ვირუსი არ გამოვლენია არც ერთ მოხალისეს, რომელიც პრეპარატს იღებდა დღეში ორჯერ, ხუთი დღის მანძილზე.

იმ სუბიექტებს, რომლებიც  იღებდნენ მედიკამენტის დიდ დოზას, სამი დღის შემდეგ ასევე აღენიშნებოდათ ინფიცირების დაბალი დონე.

ამჟამად პრეპარატი გადის კლინიკური გამოცდის პირველ და მეორე ფაზებს. ცდები ტარდება ქრცვინებზე(კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი)

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ბლოკავს კორონავირუსის სერიოზულ სიმპტომებს და  აფერხებს ინფექციის გადაცემას. თავდაპირველად პრეპარატი გამიზნული იყო როგორც ანტიგრიპოზული საშუალება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას  გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. პრეპარატი მიიღება შინაგანად, ამიტომაც ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა საწყის ეტაპზევე იძლევა რამდენიმე უპირატესობას. იგი არ აძლევს კოვიდ-19-ს მძიმე ავადმყოფობად პროგრესირების გასაქანს, ამცირებს ინფექციის ხანგრძლივობასა და  მის გავრცელებას.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს მოლნუპირავირის ზემოქმედების ეფექტი SARS-CoV-2-თ დაინფიცირებული ქრცვინების მაგალითზე,  რომლებიც  ვირუსის ადვილად  გადამტანებად ითვლებიან, თუმცა  უმეტესწილად  მათში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. დავირუსებული ცხოველები ჯანმრთელებთან ერთად მოათავსეს  გალიაში და ამის შემდეგ დაიწყეს დაავადებულების მკურნალობა. შედეგად არც ერთი არაინფიცირებული ცხოველი არ დაავადებულა.

ქრცვინებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რომ დაავადებულების  ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა შემცირდა, ხოლო ამ ნაწილაკების   ჯანმრთელი ცხოველების უჯრედებში გადატანის შემდეგაც  არვინ არ დაინფიცირებულა.

პრეპარატის დოზირება ასეთია:  კოვიდ-19 -ით ინფიცირებული პაციენტები მას იღებენ  ხუთი დღის განმავლობაში, 12 საათში ერთხელ  სამ სხვადასხვა დოზად.

თუ დადასტურდება პრეპარატის ეფექტურობა, კოვიდ-19 დაავადებული პაციენტები, მოლნუპირავირის მიღების შემდეგ,  24 საათის განმავლობაში ჩაითვლებიან არაგადამდებებად.

 

 წყარო: https://officelife.media/

   

 

                               

                                

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way