USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კორუფცია თბილისის მერიაში - სუსმა მერიის თანამშრომელი დააკავა
Date:  1012

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, წვრილფეხა ქრთამისტების დაკავებით, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ებრძვიან.

,,ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრთამი არ აიღო ვინმემ, ან ქრთამს არ იღებენ - არა. უბრალოდ, წვრილფეხა ქრთამისტების დაკავებით, ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს საზოგადოებას, რომ თითქოს კორუფციას ებრძვიან და პლუს ამას წკიპურტებს ურტყამენ კახი კალაძეს. მათ შორის, იმიტომ რომ მან არ გააშეარა ბერა ივანიშვილის ფოტო და საჯაროდ არ გამოუცხადა მხარდაჭერა. თუ რეალურად ებრძვით კორუფციას, აღძარით საქმე კახა კალაძეზე, მის მოადგილეებზე და სხვებზე",- აცხადებს ხაბეიშვილი.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way