USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
თბილისი
კორონოვირუსის ეკოლოგია
თარიღი:  3403

დედამიწის Time out  – „დედამიწამ კაცობრიობას პაუზა გააკეთებინა და უთხრა, რომ საკუთარ შეცდომაზე ისწავლე“

 

კორონავირუსის პანდემიამ  მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა მოაქცია კარანტინსა და თვითიზოლაციაში.

რა კვალი დაამჩნია კორონავირუსმა ეკოლოგიას, როგორ შეცვალა ჰაერი და კლიმატი?

ჰაერი და კლიმატი

საჰერო და სატრანსპორტო გადაზიდვების თითქმის 0-მდე შემცირები და სხვადასხვა საწარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ათობით სხვა ქვეყნის კარანტინის შემდეგ თანდათან შემცირდა ნახშირორჟანგა აირებისა და აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში, მთელი 40%-ით. ჰაერის ამ ხარისხით გაუმჯობესება ნიშნავს ასთმის, ფილტვის დაავადებების და გულის შეტევის რისკის შემცირებას.

ბევრი ექსპერტისთვის ეს არის მდგომარეობა, რაც აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს სამყარო საწვავის გარეშე.

საჰაერო მიმოსვლაც მთელ მსოფლიოში მარტის შუა რიცხვებში ორჯერ შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. დიდ ბრიტანეთში მარტის თვეში 70%-ით იკლო საგზაო მოძრაობამ.

ძირითადი ეკოლოგიური მაჩვენებლები, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში შეუქცევადად უარესდებოდა, შეჩერდა ან გაუმჯობესდა რამდენიმედღიანი მსოფლიო კარანტინის შედეგად.

ჩინეთში, რომელიც ნახშირბადის ყველაზე დიდი წყაროა მსოფლიოში, ნარჩენების რაოდენობამ 18%-ით იკლო – თებერვლის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე 250 მილიონი ტონით შემცირდა, რაც დიდი ბრიტანეთის წლის განმავლობაში დაგროვილი ნარჩენების ნახევარია.

ვარაუდობენ, რომ ევროპაში კარანტინის შედეგად 390 მილიონი ტონით შემცირდა საწარმოო ნარჩენების რაოდენობა. მნიშვნელოვან ცვლილებებია ამ მხრივ აშშ-შიც, სადაც მგზავრთა ნაკადის შემცირებამ 40%-ით შეამცირა CO2.

ნავთობი

საგზაო და საჰაერო მიმოსვლის შემცირების შედეგად, 2019 წელთან შედარებით ორი მესამედით დაეცა ნავთობის ფასი, მარტში კი, „გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში 44%-ით შემცირდა ბაზარზე ავტომობილების გაყიდვები. ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში ავტომობილების წარმოება შემცირდა 9-დან 19 %-მდე.

მთელ მსოფლიოში ავტომობილით გადაადგილება შემცირდა 83%-ით. ეს მოცემულობა დადებითად აისახება კლიმატზე, რადგან ნავთობი ნახშირბადის წარმომქმნელი ყველაზე დიდი წყაროა, პლანეტის გადახურების მიზეზი სწორედ ნახშირბადის ჭარბი გამოყოფაა, რაც ამინდის სისტემასაც არღვევს.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ნელ-ნელა დადგება ნავთობის მოხმარების შეზღუდვის საკითხი, შემდეგ კი შეიძლება ხმარებიდან მის სრულად ამოღებამდეც მივიდეთ, თუმცა ენერგორესურსების სპეციალისტების ნაწილი შედარებით მოზომილ გათვლებზე საუბრობს:

Global Carbon Project-ის დირექტორი, რობ ჯექსონი მიიჩნევს, რომ ნარჩენებისა და გამონაბოლქვის შემცირება უპრეცენდენტო გლობალური მოვლენაა და ვირუსის გამო იზოლირებამ აჩვენა, როგორ სწრაფადაა შესაძლებელი ჰაერის დაბინძურების შეჩერება. თუმცა, მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების შეზღუდვები ახლა მაქსიმალურია და კლიმატზე ამის დადებითი გავლენები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს.

რობ ჯექსონი მიიჩნევს, რომ ნარჩენების რაოდენობის შემცირებაზე საუბარი ნაადრევია იმ პირობებში, როცა მილიონობით ადამიანმა დაკარგა მსოფლიოში სამსახური. ის ამბობს, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რის გარეშეც ნარჩენებისა და გამონაბოლქვის რაოდენობა ძველებურად მზარდი იქნება პანდემიის დასრულების შემდეგ.

ველური ბუნება და ბიომრავალფეროვნება

ვარაუდობენ, რომ წელს ბევრად ნაკლები ცხოველი შეეწირება მსუბუქ თუ სატვირთო ავტომობილებს გზებზე. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად საავტომობილო გზებზე კვდება 100 ათასი ზღარბი, 30 ათასი ირემი, 50 ათასი მაჩვი და 100 ათასი მელა.

მრჩეველთა ნაწილის აზრით, უმჯობესია თუ არ გაიკრიჭება საავტომობილო გზისპირა ბალახი, რაც ველური ყვავილებისთვის ჰაბიტატია და ამ ზაფხულს ფუტკრებისთვის მეტ მტვერს ნიშნავს თაფლის დასამზადებლად.

ადამიანებისგან დაცლილ ქუჩებში თამამად გამოდიოდნე ცხოველები, კოიოტები სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდზე შენიშნეს, თეთრი სახლიდან რამდენიმე მილის დაშორებით სეირნობენ ირმები, იტალიაში გარეული ტახებიც კი გამოვიდნენ ტყიდან, უელსის ქუჩებში ფარშავანგები გამოჩნდნენ.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გარემოსდამცველები ამკაცრებენ ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის ზომებს. მდიდარი ქვეყნებისთვის შესაძლოა გარემოზე თვითიზოლაციის გავლენა მართლაც ეფექტური აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაშიც, მაგრამ ღარიბ ქვეყნებში საკითხი სხვაგვარად დგას:

აფრიკაში, სერენგეტის ეროვნული პარკის ნაკრძალ მასაი მარაში, მაგალითად, ადგილობრივ გიდებს, გამყოლებსა და მოსახლეობას უკვე შეუწყდა ტურიზმისგან შემოსავალი, რეინჯერებისთვის ხელფასის გადახდა შეიძლება იქცეს პრობლემად. გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისის პარალელურად გაიზრდება ნაკრძალებში ბრაკონიერობის ფაქტები – ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა შემოსავალი და ისინი იძულებულები გახდებიან სხვა გზით მოიპოვონ საკვები ოჯახებისთვის.

„მოკლევადიან პერსპექტივაში სახიფათოა იმის თქმა, რომ ეკონომიკური აქტივობების შენელება სარგებელს მოუტანს ბუნებას, რადგან არსებობს მნიშვნელოვანი რისკები“, – ამბობს მეთ უოლპოლი, Fauna and Flora International -ის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ადამიანების იზოლაციამ მნიშვნელოვნად შემცირდა გარკვეული ბუნებრივი რესურსების გამოყენება, მაგრამ ჯერ უცნობია რა ტიპის გავლენას მოახდენს იზოლაცია სამომხმარებლო პროდუქტების მოთხოვნაზე.

როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?

COVID-19 უკვე დღეს მკვეთრად ამცირებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვებს - ადამიანები სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ტრანსპორტის და მუშაობენ სახლებში, გაჩერდა ავიაცია, გაიყინა მრეწველობა, გაუქმდა კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

ეს დღეს, თუმცა, როგორ იმოქმედებს პანდემია გლობალურ ბუნებრივ პირობებზე ხვალ?

ათწლეულების მანძილზე პირველად 2020 წლის მარტში ვენეციის არხებში წყალი გახდა იმდენად გამჭირვალე, რომ გამოჩნდა სიღრმეზე მოცურავე თევზები - ეს მოხვდა იმის შემდეგ, რაც იტალიაში შემოღებულ იქნა საყოველთაო კარანტინი, შეწყდა ტურისტების ჩამოსვლა, და შესაბამისად, აიკრძალა გონდოლების მოძრაობა ვენეციის არხებში.

თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც აფიქსირებენ ადამიანის საქმიანობის შედეგებს - გაზების გამონაბოლქვს ავტომობილებისგან, ელექტროსადგურების და ქარხნების მიერ  მოხმარებული საწვავის კვალს, და ა.შ. - ამჯერად აჩვენებენ ჩინეთში და იტალიაში ჰაერის დაბინძურების საოცარ კლებას.

ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლიდან 1 მარტამდე СО2-ს გამოყოფა ჩინეთში შემცირდა 25%-ით, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების წინაამღდეგ მიღებულ ზომებთან - ადამიანები სულ უფრო ნაკლებად გადაადგილდებიან ავტომობილებით, შემცირდა წარმოების მოცულობა.

ეს მაშინ, როდესაც სწორედ ჩინეთი არის დედამიწაზე ატმოსფეროს მთავარი დამაბინძურებელი    - სწორედ მასზე მოდის ჰაერში გაშვებული СО2-ს 30%. ქვეყნის ეკოლოგიის სამინისტროს ცნობით, დღეების რაოდენობა, როდესაც ფიქსირდება „ჰაერის კარგი ხარისხი“ გაიზარდა 21,5%-ით გასულ წელთან შედარებით.

ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ გლობალური ავიაგადაზიდვების ზრდა შემცირდა 2010 წლის დონეზე, სავარაუდოდ, თებერვლის მონაცემები კიდევ უფრო დაბალი იქნება, ხოლო მარტში მოხდა ავიაბაზრის სრული ჩამოშლა  - თანაც, გაურკვეველია, როდის დაიწყება აღდგენის პროცესი -კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ბოლო ჯერ არ ჩანს.

სწორედ თვითმფრინავებზე მოდის შტატებში სასათბურე გაზების ატმოსფეროში გამოყოფის 3%, და 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა გაზრდილ იყო მინიმუმ 3-ჯერ, ამიტომაც,  ავიაგადაზიდვების სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილებები მოახდენენ საგრძნობ გავლენას ატმოსფეროს დაბინძურებაზე.

თუმცა, ეკოლოგები ხედავენ ამაში არა მხოლოდ დადებით, არამედ უარყოფით მხარესაც.

მიმდინარე ცვლილებები არ ატარებენ სისტემურ ხასიათს, და გამოწვეულია მოულოდნელი და საკმაოდ სამწუხარო მოვლენებით. ამჟამად ვირუსი შედის მეორე სტადიაში და აქტიურად იპყრობს მთელს მსოფლიოს. ეს ამცირებს ნავთობზე გლობალურ მოთხოვნას, და ზრდის ზოგადი ეკონომიკური ვარდნის რისკს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ამას შეუძლია განახლებადი ენერგეტიკის და „მწვანე“ ტექნოლოგიების განვითარების შეფერხება.

„შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ვირუსი, რომელმაც მოკლა ათასობით ადამიანი და ჩასვა კარანტინში მილიონები, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს. კაცობრიობის ისტორიაში უკვე იყო მავნე გამონაბოლქვების შემცირების პერიოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო პანდემიებთან, ომებთან, და ეკონომიკურ კრიზისებთან. მაგრამ ყოველთვის СО2-ს გამოყოფა კვლავ იზრდებოდა ეკონომიკის ნორმაში მოსვლასთან ერთად“ - მიიჩნევს მეცნიერული ჟურნალის MIT Technology Review-ს ენერგეტიკის განყოფილების რედაქტორი ჯეიმს ტემპლი.

მისი თქმის არსებობს კორონავირუსის პანდემიის რამდენიმე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი კლიმატურის პირობების შეცვლის თვალსაზრისით.

ნებისმიერი შეზღუდვები კაპიტალის ბაზრებზე მოახდენს უარყოფით გავლენას მზის, ქარის, და სხვა ტიპის ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაზე  - ახალი პროექტების განხილვა დროებით შეწყდება.

ნავთობზე საერთაშორისო ფასების ვარდნა ასევე შეამცირებს ელექტრომობილების კონკურენტუნარიანობას. დღეს ჩინეთი არის მზის პანელების, ქარის ტურბინების, და ელექტროკარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლითიუმ-იონური აკუმლატორების მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში.

ჩინური კომპანიები უკვე დღეს საუბრობენ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაზე, რამაც თითქმის შეაჩერა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების მრავალი პროექტი მთელს მსოფლიოში.

ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტი გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში, და მის წინაამღდეგ ბრძოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ახალგაზრდული მოძრაობა. თუმცა, მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა შეამცირებს ადამიანების ინტერესს ეკოლოგიური პრობლემების მიმართ - წინა პლანზე გადმოვა გაცილებით უფრო საჭირბოროტო საკითხები - ჯანმრთელობა, სამუშაო, საპენსიო დანაზოგები, და უძრავი ქონება.

მოწინავე ანალიტიკურმა კომპანიამ სუფთა ენერგეტიკის დარგში BloombergNEF-მა უკვე შეამცირა 2020 წელს მზის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის თავისივე პროგნოზი, რადგანაც პოლიტიკოსები და კორპორაციები სადღეისოდ გადაერთნენ მოკლევადიან ეკონომიკურ სტიმულებზე, გრძელვადიანების სანაცვლოდ.

არის არა ერთი სხვა გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც ეხება ეკოლოგიური საკითხებს. კორონავირუსი ატარებს იძულებით ექსპერიმენტს ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით - სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად, რაც ამცირებს ტრანსპორტით გადაადგილებას.

რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე ყოველდღიური სიარული ოფისეში. ამ ტენდენციას შეუძლია შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება სამუშაო პროცესისადმი, და შედეგად, მცირედით მაინც შეზღუდოს ადამიანის გავლენა გარემოზე.

არის კიდევ ერთი თვალსაზრისი კორონავირუსის და კლიმატის ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ - ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანის ჩარევამ ბუნებაში გამოიწვია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორც ფრინველის გრიპი, ებოლა, SARS,  დღეს კი -  COVID-19.

„ჩვენ უხეშად ვარღვევთ ტროპიკული ტყეების და სხვა ეკოსისტემების ნორმალურ ფუნქციონირებს, სადაც თავისთვის ბუნებრივ გარემოში არსებობს ცხოველების უამრავი სახეობა. სწორედ ეს ცხოველები არიან ჩვენთვის უცნობი ვირუსების მატარებლები. ჩვენ ვჩეხავთ ხეებს, ვკლავთ ცხოველებს და ვყიდით მათ ბაზრებში. ჩვენ ვანგრევთ ეკოსისტემას, და ვტოვებთ ვირუსებს მათი ბუნებრივი ბატონების გარეშე. შედეგად, მათ სჭირდებათ ახალი პატრონი. ხშირად სწორედ ჩვენ ვართ ეს ახალი პატრონები“  - განაცხადა წიგნის „გავრცელება - ცხოველების ინფექციები და შემდეგი პანდემია“ ავტორმა დევიდ კვამენმა.

პათოგენები გადადის ცხოველებიდან ადამიანებზე.  აშშ-ს დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის ახალი დაავადებების 3\4 არის ცხოველური წარმოშობის.

„პათოგენები“ არ აღიარებენ სხვაობას სახეობებს შორის,  და არ ცნობენ საზღვრებს სახელმწიფოებს შორის“  - მიიჩნევს ემორის უნივერსიტეტის ეკოლოგი-მკვლევარი ტომას გილესპი.

„ადამიანები ქმნიან პირობებს დაავადებათა გავრცელებისთვის, ამცირებენ ბუნებრივ ბარიერებს ადამიანებს და იმ ცხოველებს შორის, რომელთა ორგანიზმებში ეს ვირუსები არსებობენ ბუნებრივად. მე არ მიკვირს კორონავირუსის გავრცელება. პათოგენების დიდი ნაწილი ჯერ ჩვენთვის უცნობია.  ჩვენ ვიმყოფებით მხოლოდ აისბერგის მწვერვალზე“  - თვლის ტომას გილესპი.

სპორტი
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.