USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი დაინფიცირდა
Date:  1395

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

არსებული ინფორმაციით, მედიკოსს ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მედიკოსის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ახალი კორნავირუსით სულ 8 პირია ინფიცირებული. რეგიონში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. 300-მდე მოქალაქემ საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 103-ს შეადგენს. მათგან 20 უკვე გამოჯანმრთელდა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way