თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
არსებული ინფორმაციით, მედიკოსს ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მედიკოსის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში ახალი კორნავირუსით სულ 8 პირია ინფიცირებული. რეგიონში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. 300-მდე მოქალაქემ საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 103-ს შეადგენს. მათგან 20 უკვე გამოჯანმრთელდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.