USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
კორონავირუსისგან ერთ თვეში იმაზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ვიდრე გრიპით- ერთ წელიწადში
дата:  1280

კორონა ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად უფრო სახიფათო და მომაკვდინებელია, ვიდრე უბრალო გრიპი. ყველაფერი მარტივად რიცხვებში რომ ავსახოთ, მოდი ამერიკის სტატისტიკა მოვიშველიოთ. 2009-2010 წლების პერიოდში  12 თვის  მანძილზე  ღორის გრიპმა (H1N1)  ამერიკის 12 500   მოქალაქე იმსხვერპლა. შედარებისთვის იგივე პერიოდში სეზონური გრიპით სიკვდილოანობა რაოდენობრივად 34 200-ს შეადგენდა, ხოლო ავტოავარიაში დაღუპულების რაოდენობა 38 800-ს.

და რა ხდება ახლა? 20 მარტს, როდესაც ამერიკაში ვირუსმა გავრცელება დაიწყო, ქვეყანას 225 დაღუპული ჰყავდა, ხოლო 20 აპრილს ამ რიცხვმა უკვე 42,000-ს გადააჭარბა.

ქვემოთ მოცემულ ჩარტში ნათლად ჩანს, თუ რა კატასტროფულად  სწრაფად იზრდება კოვიდ-19-ით სიკვდილიანობა ამერიკაში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ ეს პანდემია თავისთავად ჩაივლის და სრულებითაც არაა სეზონურ გრიპზე სახიფათო. მათი პროგნოზებით კორონა ვირუსით დაღუპული ამერიკელების რაოდენობა დაახლოებით 60 000 უნდა ყოფილიყო წელიწადში, რაც სეზონური გრიპის ფატალურ შედეგებზე 1000-ით ნაკლები იქნებოდა. მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ ახლა, როცა 1 თვის მანძილზე მკაცრი კარანტინის პირობებში ამ რიცხვმა 42,000-ს გადააჭარბა.  

თუმცა აქვე არსებობს შედარებით ოპტიმისტური მოსაზრება იმის შესახებ, რომ ასეთი ფატალური შედეგები მხოლოდ ვირუსის პირველ ტალღას მოჰყვება. მაგალითად, ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის საპატიო წევრმა - სკოტ გოტლიბმა განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა კოვიდ-19 ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 0,24 %-ს აქვს დადასტურებული, რეალურად ამ ვირუსის მატარებელი შესალოა 1%-დან 5%-მდე იყოს, რომელთა ორგანიზმსაც უკვე გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი და ვირუსი მათზე არ მოქმედებს. მაგრამ ეს რიცხვი ახლოსაც ვერ მივა 50-70%-თან. მოსახლეობის სწორედ ამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ ვირუსი ქვეყნისთვის საშიშად აღარ ჩაითვალოს.

ალბათ, საერთოდ არცაა საჭირო ბევრი მეცნიერული დასკვნებისა და სტატისტიკების მოშველიება იმის გამოსაცნობად, რომელი ვირუსი იწვევს მეტ ფატალურ შედეგს, კოვიდ-19 თუ სეზონური გრიპი, ამისთვის ისიც საკმარისი იქნება რეალობას თვალი გავუსწოროთ და არ უარვყოთ რაც მოხდა, ხდება და მოხდება ჩვენს გარშემო.

უოლ სტრიტ ჟურნალი იტალიის პროვინციის - ბერგამოს სიკვდილიანობის სტატისტიკას აქვეყნებს. სწორედ ბერგამოდან დაიწყო ვირუსის მასობრივი გავრცელება ევროპაში. ვირუსმა ბერგამოს მთელი მოსახლეობის 0,2 % შეიწირა მხოლოდ 1 თვეში, უფრო ზუსტი მონაცემებით კი შეიძლება მეტიც იყოს. უფრო ზუსტად რომ განვიხილოთ, 1 თვეში 4 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 9-ჯერ მეტია წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე.

უკვე დამთავრდა ის პერიოდი, როცა ჰიპოთეზებით ვლაპარაკობდით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, ან რა შეიძლება მოხდეს ახლა. ჩვენ უკვე გვაქვს წარსული გამოცდილება, ამ გამოცდილების მიხედვით კი ვირუსმა 1 თვეში 100 იტალიელი ექიმი მოკლა, ეს ხომ უბრალო სეზონური გრიპების პერიოდში არ ხდება. 45 დაღუპული ექიმი ჰყავს ამერიკის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, არც ეს ხდება უბრალო გრიპის დროს.  

აქვე გვაქვს ჩინეთის მაგალითი. 25,000 დაღუპული 10 მილიონიან ქალაქ ვუჰანში, თუმცა სანდო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეს რიცხვი შეიძლება რეალურად 40 000 -ის ტოლი იყოს. ეს კი მთლიანი მოსახლეობის 0,4%-ია.

არ არის საჭირო ხარისხის დაცვა ეპიდემიოლოგიაში, რომ მივხვდეთ, მსოფლიო ტყუილად არ გაჩერდა, მმართველებმა ტყუილად არ მიიღეს ისეთი მკაცრი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ქვეყნების ეკონომიკა განუსაზღვრელი დროით დააპაუზა.  ყველა ქვეყანაში მოიკლებს მთლიანი შიდა პროდუქტი, გაიზრდება უმუშევრობის დონე, შემცირდება საშუალო ანაზღაურება, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, ხოლო მოსახლეობის წარმოუდგენლად მაღალი პროცენტის სიკვდილიანობას სამწუხაროდ ვერაფერს ვუშველით. 

რა თქმა უნდა, არცერთ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, იქამდე იყოს კარანტინში, სანამ ვაქცინა არ დამზადდება, მაგრამ გვაქვს რა ზემოთ მოყვანილი სტატისტიკები და შედეგები, ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი იმ რეალობას, რომ გარკვეული აკრალვები და სიფრთხილე დიდხანს იქნება საჭირო.

 

წყარო:news.yahoo.com

 

мир
ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე - „შვიდი ომი დავასრულე და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს ვარ

ვფიქრობ, რუსეთ - უკრაინის ომსაც დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.

„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати