კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე დაინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. სად დაინფიცირდა სასწრაფო დახმარების ექიმი, ჯერჯერობით უცნობია.
ქალს თბილისის ერთ-ერთ შესაბამის კლინიკაში მოათავსებენ. არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკვეთა 60-მდე კონტაქტი.
COVID-19 დღეს ასევე დაუდასტურდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხრა თანამშრომელს მარნეულში, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება.
„COVID-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.