USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კორონავირუსის გამო, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები $730 მილიარდით შემცირდა
თარიღი:  919

საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის 8 თვეში მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა $730 მილიარდით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში მსოფლიომ 700 მილიონით ნაკლები ტურისტი მიიღო. ნაკადის შემცირებამ სოლიდური ფინანსური ზარალი გამოიწვია. ჯამში ტურისტული ნაკადი 70%-ითაა შემცირებული.

ამასთან, 2020 წლის ივლისში საერთაშორისო ტურიზმი 81%-ით, ხოლო ივლისში 79%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად დაზარალდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. მეორე ადგილზეა ფინანსური დანაკარგებით აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი - 69%-ით. შემდეგ ევროპა 68%-ით და ამერიკის რეგიონი 65%-ით.

ექსპერტების შეფასებით, შეზღუდვებმა მგზავრობაზე, მომხმარებლის უნდობლობა და კორონავირუსთან ბრძოლის დაბალი ტემპი საერთაშორისო ტურიზმის გამოცოცხლების შეფერხების მთავარი მიზეზია.

https://www.e-unwto.org/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის