მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური „რყვების“ გამო საერთო ჯამში 139 $ მილიარდი დოლარი დაკარგა.
აღნიშნული ციფრები იმითაა აღსანიშნავი, რომ ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში მსგავსი კლების ტენდენცია უპრეცედენტოა. ყველაზე მეტი კი Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა იზარალა. მისი ქონება 24 საათში 4,8 მილიარდი დოლარით შემცირდა. ტანსაცმლის მაგნატის, ზარას დამფუძნებელმა კი 4 $ მილიარდი დოლარით იზარალა , ხოლო 10-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კი ერთ დღეში სულ ცოტა 2.3 $ მილიარდი დაკარგა.
დაავადების მასშტაბურმა გავრცელებამ ძალზე აზარალა აგრეთვე საკრუიზო ტურ ოპერატორების კომპანიები, განსაკუთრებით კი “ROYAL CARIBBEAN” და “Norwegian Cruise Line”, რომელთა ბიზნესის აქციები 9 %-ით შემცირდა.