USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 - თბილისში დაფიქსირდა
дата:  785

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია, სამცხე -ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო- ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში 5-5- ახალი პაციენტია.

როგორც ჟურნალისტებს მარინა ენდელაძემ განუცხადა, თბილისი ახალი შემთხვევების კუთხით საყურადღებოა, რადგან საერთო ინფიცირებულებში 22%-დან 28%-მდე მოიმატა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა.

მისივე თქმით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა არის 4672, საიდანაც 60 არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან 59 პაციენტი არის მართვით სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე, ამასთან 9 პაციენტი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ცენტრში 42 კოვიდ-19-ით ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати