USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 25 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა
дата:  731

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 44 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემით 1773 გახდა. 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით არის, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 75. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი.

ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, მძიმე - 17“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати