USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Тбилиси
კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა
дата:  766

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას უკავშირდება და 15% თბილისს.

როგორც მან ჟურნალისტებს განცხადა, საქართველო ვირუსით ინფიცირების თვალსაზრისით ჯერ „მწვანე ზონაშია“.

„განაწილების მხრივ 66% აჭარაშია, 193 ახალი პაციენტია აჭარაში გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი -15%, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო - სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში - 2, მცხეთა მთიანეთში -1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა წყაროები ცნობილია.

„თბილისში 15%-ია მხოლოდ. ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ ვართ. ვფიქრობ, რომ არ იქნება მატება. დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა იმიტომ, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა, ამდენად ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და პროცესი შეჩერდება. ინფიცირების წყაროები ცნობილია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати