USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში დაფიქსირდა, 545 - აჭარაში, 305 - იმერეთში
Date:  490

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, იმერეთში - 305, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 238-მდე გაიზარდა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის, თბილისში - 9 ადამიანი, აჭარაში -8, იმერეთში -2, შიდა ქართლში -2, ხოლო მცხეთა -მთიანეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა,“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way