USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Тбилиси
კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 - აჭარას, 20 - თბილისს, 13 - იმერეთს, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთს, 3 - გურიას, 3 - მცხეთა-მთიანეთს და 1 - რაჭა-ლეჩხუმს უკავშირდება
дата:  487

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати