USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
კორონავირუსი და თბილისის ჰამქრის აჯანყება
თარიღი:  2897

თბილისში კორონავირუსის პანდემიის მიწურვის ჟამს, ეს ამბავი რატომ გამახსენდა ვერ გეტყვით, თუმცა ქვეცნობიერი ამ ყველაფერს ეკონომიკის გახსნის მე-5 და მე-6 ეტაპებს უკავშირებს.

დღეის მდგომარეობით, როგორც ჯერ-ჯერობით ჩანს, გადავიარეთ პანდემიის კრიტიკული პერიოდი და გაიხსნა ეკონომიკა. გაიხსნა მაგრამ არა ყველასთვის. იყო მოლოდინი, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებს მიეცემოდათ მუშაობის უფლება, თუმცა როგორც ყოველთვის ხდება აქაც რაღაც არასწორედ წავიდა. ზოგი გაიხსნა, ზოგი არა და მავანი ეჭვობს, რომ უპირატესობის  შერჩევით მინიჭება „მეფის კართან“ სიახლოვით არის განპირობებული. თუმცა ეს მხოლოდ დაუდსატურებული ეჭვებია და როგორც ხელისუფალი ირწმუნება პანდემიის განმეორების საშიშროებიდან გამომდინარე თბილისში ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცეები: ლილო მოლი, სადგურის ბაზრობა და ელიავს ბაზრობა ჯერ-ჯერობით კიდევ ვერ მიიღებს მუშაობის დაწყების უფლებას.

როდის გაიცემა ეს უფლება არავინ არ იცის. სამთვიანი შეზღუდვის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები კი, მიუხედავდ ხელისუფლების შეგონებისა სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელებას ითხოვენ.

თან იმასაც ამბობენ, რომ მათი მაღაზიები ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობისგან პასუხს ვერ იღებენ.

"მოგვცენ უფლება გავაღოთ მაღაზიები, გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა. გვაქვს ბანკები, ყველას ოჯახი გვყავს. პასუხი არ ვიცით როდის და როგორ იქნება. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, სხვანაირად მოვითხოვთ ყველაფერს"- ამბობენ ისინი.

ქვეცნობიერი და სახელისუფლებო პატაკი ეკონომიკის წარმატებული გახსნის შესახებ იქეთ იყოს და ამბავი რომელიც, ამ სიტუაციამ, ყოველგვარი ასოციაციების გარეშე, უნებურად გამახსენა 1865 წელს მოხდა თბილისში. 

ზოგადად, საქართველოს და თბილისს პროტესტის, ამბოხების და შეთქმულების  უამრავი შემთხვევა ახსოვს უხსოვარი დროიდან. მათი უდიდესი ნაწილი ეროვნულობისა და რელიგიის დაცვისადმი იყო მიმართული და როგორც წესი სოციალური მოტივით გამოწვეული მსგავსი აქტიობები ნაკლებად ახასიათებთ ქართველებს. თუმცა მსგავსი ამბებიც ახსოვს ისტორიას და ერთ ერთი ასეთი შემთხვევაა 1865 წლის თბილისის ჰამქართა აჯანყება.

ძველი თბილისი : ამქრობა

ჰამქარი იგივე ამქარი სპარსული სიტყვაა და სიტყვასიტყვით “თანამოსაქმეობას” ნიშნავს, ანუ ერთი ხელობის ადამიანთა ერთობას.ეს იყო ერთი ხელობის ადამიანების გაერთიანება, მაგალითად ტყავის დამამუშავებელთა, ანუ დაბაღების, ხარაზების, ოქრომჭედლების და ასე შემდეგ. ყველა ჰამქარს ჰქონდა თავისი დროშა – “ფირი”, რომელზეც იყო გამოსახული ღერბი. მაგალითად დურგლების ფირზე იყო ქრისტე (ქრისტეც, ხომ დურგალი იყო).

ჰამქარს ყავდა ხელმძღვანელი, ანუ უსტაბაში (სიტვასიტყვით – ოსტატების უფროსი). მისი მოადგილე, ანუ აღსაკალი – იგივე ბუღალტერი. ჰამქრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ ხელოსნები – ოსტატები – იგივე ყარაჩოღლები. მათ ყავდათ შეგირდები. ისინი თავის მოვალეობად მიიჩნევდნენ მოევლოთ ორგანიზაციის დავდრომილი წევრებისათვის, ქვრივებისა და ობლებისათვის.

ეს ამბავი მაშინ ასე დაიწყო.

1865 წლისთვის თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა ქალაქის კეთილმოწყობისთვის საჭირო ხარჯები ამოეღო გაზრდილი გადასახადებიდან.

ეს უკანასკნელი ნამდვილი ამბავია და მოხდა 1865 წელს – მიხეილ ნიკოლოზის-ძის გამგებლობის დროს. ქალაქში დიდი სიძვირე ჩამოვარდა, ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა, ხარჯები და გადასახადები მოუმატეს. ხალხი სამართალს ვერსად ჰპოვებდა. აღელდა, უკმაყოფილებას აცხადებდა, მაგრამ მსმენელი და გულშემატკივარი არ ჩანდა“ - ვკითხულობთ ცნობილი მწერლის და ჟურნალისტის იაკობ მანსვეტაშვილის (1855-1939)  წიგნში – “ბატონყმობის გადავარდნა, ხალხოსნები, ტფილისის ჰამქრების აჯანყება”

გადასახადები შემოიღეს სავაჭრო და საწარმოო დაწესებულებზე, ქარვასლებზე. როგორც ჩანს ახალი გადასახადები ტვირთად დააწვათ ამქრებს და ითხოვეს გადასახადების გაუქმება, თუმცა ქალაქის გამგეობამ უარი განაცხადა. ქალაქის თავმა ვართანოვმა ბრძანება გასცა გადასახადების დაუყოვნებლივ აკრეფაზე, რასაც 1865 წლის 26 ივნისს ამქრების შეკრება მოყვა, ხოლო 27 ივნისს მთელი ქალაქი გაიფიცა, დაიხურა სასადილოები, დუქნები, ყავახანები, ეტლები გაჩერდა და ა.შ

„სხვა ღონე არ იყო. ხალხმა ძალას მიჰმართა. დუქნები დაიკეტა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მეთაურებიც გამოუჩნდნენ. მახსოვს ერთი ავლაბრელი მებაკე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ, მგონი მოსე კოლოტაშვილი იყო იმის გვარი. ძალადობამაც იჩინა თავი. ხალხი ბრალსა სდებდა ქალაქის მოთავეს, გვარად ბაჟბეუქ-მელიქოვს, ვითომ ის ჰმალავდა ფქვილს და პურის სიძვირე იმიტომ ჩამოვარდაო. ბრბო მიადგა დაწესებულებას და სთხოვდა ბაჟ-ბეუქს გამოსულიყო მოსალაპარაკებლად. ის იქ არ აღმოჩნდა. ბრბო გაეშურა იმის საკუთარ ბინაზე, მგონი, კუკიაში. აქაც უთხრეს, შინ არ არისო. აღელვებულმა და მოთმინებიდგან გამოსულმა ხალხმა არ დაუჯერა შინაურებს და თვითონ შეუდგა სახლის ჩხრეკას. მართლაცდა ბანზე, სახურავის ქვეშ, აღმოაჩინეს მიმალული ბაჟ-ბეუქი. ამ არა საკადრისი საქციელით აღელვებულმა ხალხმა ძალადობა იხმარა: ბაჟბეუქი მეორე სართულის სიმაღლიდგან ძირს გადმოაგდეს და დამსხვრეულ-დასახიჩრებულმა იქვე განუტევა სული. მერე მიჰყვეს ხელი და მთელი სახლი აიკლეს, ყველაფერი მილეწ-მოლეწეს და ოჯახობაც დააწიოკეს.

უფრო დიდად გამწვავდა არეულობა ავლაბარში, სადაც, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, აჯანყებულ ხალხს ხელმძღვანელი გამოუჩნდა – მებაკე მოსე. მთავრობა ამოძრავდა და ჯარი გაგზავნა დასამშვიდებლად, მაგრამ ავლაბარში შესვლა ჯარმა ვერ მოახერხა, რადგან ავლაბრის ხიდი შეკრული დაჰხვდათ. სისხლის ღვრის ასაცილებლად იფიქრეს ისეთი კაცის გაგზავნა, რომელსაც ქართველობა ენდობოდა. ასეთ კაცად ცნობილი იყო ირაკლი გრუზინსკი, უკანასკნელი მეფის, გიორგის, უახლოესი შთამომავალი.

მახსოვს ეს ირაკლი, ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი, თუშური ქუდით, ხშირად დასეირნობდა ხოლმე ცხენით ქუჩებში. თავი ისე ეჭირა თითქოს ქართველების მართლაც ერთგული მოსარჩლე იყო. მთავრობასაც სჯეროდა და მისი გულის მოსაგებად, რომ რუსეთის ერთგული ყოფილიყო, საცხოვრებლად აბანო აჩუქეს, რომელსაც აქამდინ ხალხი ერეკლეს აბანოს ეძახის. ამით უზრუნველჰყვეს, მისი ცხოვრება და ისიც კმაყოფილი დანავარდობდა.

აი სწორედ ამ ირაკლის მიჰმართა მთავრობამ და გაგზავნა აღელვებული ხალხის დასამშვიდებლად. ხალხმა ირაკლი რომ დაინახა: «აი ჩვენი მეფეო, გაუმარჯოს ირაკლისო».

ირაკლიმ სიმხდალე იჩინა და იმის შიშით, რომ ვაი თუ მთავრობის წყალობა მომაკლდესო, პირი იბრუნა და სასახლისკენ გაეშურა.

მთავრობამ მაშინ მეორე ქართველს მიჰმართა. ეს მეორე გახლდათ გრ. ორბელიანი. ამან ჯერ ყიზილბაშურ ხერხს მიჰმართა: ტკბილი, მლიქვნელი ენით დაუწყო ხალხს ლაპარაკი, დარიგება და ურჩევდა დამშვიდებას და შინ დაბრუნებას. ხალხი მას ყიჟინით დაუხვდა და შტვენით გაისტუმრა. განრისხებულმა ორბელიანმა ბევრი აღარ დაახანა, ხალხს ჯარი მიუსია და გაფანტა, ავლაბარი ააკლებინა. მეთაურები შეიპყრეს, მათ შორის მოსეც, რომელიც, როგორც გამიგონია, სამართალს ვეღარ ეღირსა და ციხეში გარდაიცვალა.“- იაკობ მანსვეტაშვილი.

მეფის ნაცვლის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ორბელიანმა ამქრებს მოუწოდა, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ პროტესტს, მთავრობა ძალას გამოიყენებდა.  დემონსტრანტები პასკევიჩის (თავისუფლების)  მოედანზე შეიკრიბნენ და მოთხოვნები წამოაყენეს. შეტაკება გაიმართა შეკრებილებსა და ჟანდარმერიას შორის,  რასაც მოყვა გრიგოლ ორბელიანისა და ტფილისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ. ჯარისა და მოქალაქეთა დაპირისპირება 2 დღეს გაგრძელდა. დაიღუპა 20-ზე მეტი დემონსტრანტი, 16 კაცი ციმბირში გადაასახლეს, ხოლო 32-სსხვა და სხვა სახის პატიმრობა შეეფარდა. მსხვერპლი იყო ჯარისკაცებშიც.

ესე დამთავრდა 1865 წლის თბილისელ ჰაქართა „აჯანყება“ და რომ არა კორონავირუსი, ალბათ ეს ისტორია კიდევ დიდ ხნის განმავლობაში არ გამახსენდებოდა. თუმცა ქვეცნობიერი,  ამ ყველაფერის გახსენებას, მაინც ეკონომიკის გახსნის მე-5 და მე-6 ეტაპებს უკავშირებს.

ცხადია არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩვენი ისტორიის და დღევანდელობის ამ ორ ეპიზოდს შორის არ არსებობს და არც არანაირი ასოციაციების მიზნით არ დამიწერია ეს ამბავი, მაგრამ ჩვენს ყოფას რომ ვუყურება ერთი ორი კარგი მოსე კოლოტაშვილი კი ჭირდება დღეს ქართულ სამოქალაქო სივრცეს. რაღა თქმა უნდა ყოველგვარი ორმხრივი ძალადობის და ხალხზე ჯარის მიმსევი გრიგოლ ორბელიანის გარეშე, თორემ პოეტი გრიგოლ ორბელიანები გვიმრავლოს ღმერთმა.

პ.ს.

ეს ბლოგი გუშინ წინ დაიწერა და დღეს გამოქვეყნდება. ამიტომ გახდა პ.ს.-ს დაწერა საჭირო. 1-ელი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნებაო დღეს დილით განგვიცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გურული

 

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.