USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
კორონავირუსი ჩვენს სამეზობლოში - განახლებული სტატისტიკა
Date:  2009

 ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად ბოლო მონაცემებით, სომხეთში სულ 966 ადამიანია ინფიცირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 173, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 991-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ხოლო გამოჯანმრთელებულია აზერბაიჯანის 159 მოქალაქე.

ეპიდსიტუაცია უარესდება რუსეთში. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 13,584 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 106 პირი. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,045-ია.

ირანში კორონავირუსით ჯამში ინფიცირებულია 68,192 ადამიანი. მათგან გარდაცვლილია 4,232 მოქალაქე, ხოლო 35,465 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თურქეთში ქვეყანაში კორონავირუსის 47,029 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან გარდაცვლილია 1,006 პაციენტი. ქვეყნის მაშტაბით 2,423 მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში ბოლო მონაცემებით: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 234; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 56; მათ შორის გარდაცვლილი- 3

კარანტინის რეჟიმში - 4856; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, ბოლო მონაცემებით 1,704,565 შემთხვევაა დადასტურებული.  კორონავირუსით გარდაიცვალა 103,257ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 378,838-ს მიაღწია.

 

 
 
 
tbilisi
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way