მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ზრდას განაგრძობს, თუმცა შედარებით იკლო სიკვდილიონობამ, რაც სავარაუოდოდ იმით აიხსნება, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდათ ახალი ვირუსის ეფექტურად სამართავად. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 მილიონს გადასცდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 500 000-სს აჭარბებს.
იცვლება მსოფლიო სტატისტიკაში ქვეყნების პოზიციები. ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა შემთხვევათა რაოდენობამ ინდოეთსა და მექსიკაში.
ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 22 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 648 315-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის გავრცელების პერიოდიდან.
დღემდე ინდოეთში კოვიდ 19-ს 18 655 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მეოთხე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.
ასევე საგრძნობლად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მექსიკაში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 251-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 654 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 29 843-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მექსიკამ დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და 4 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში მე-9 პოზიციაზე დგას.
რაც შეეხება აშშ-ს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, პარასკევის მონაცემებით, დაიღუპა 374 ადამიანი, გამოვლინდა 27 790 ახალი შემთხვევა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.