USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
კორონა ვირუსი: მდგომარეობა უარესდება ინდოეთსა და მექსიკაში
თარიღი:  651

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ზრდას განაგრძობს, თუმცა შედარებით იკლო სიკვდილიონობამ, რაც სავარაუოდოდ იმით აიხსნება, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გარკვეული გამოცდილება უკვე  დაუგროვდათ ახალი ვირუსის ეფექტურად სამართავად. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 მილიონს გადასცდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 500 000-სს აჭარბებს. 

იცვლება მსოფლიო სტატისტიკაში ქვეყნების პოზიციები. ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა შემთხვევათა რაოდენობამ ინდოეთსა და მექსიკაში. 

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 22 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 648 315-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის გავრცელების პერიოდიდან.

დღემდე ინდოეთში კოვიდ 19-ს 18 655 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მეოთხე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

ასევე საგრძნობლად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მექსიკაში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 251-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 654 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 29 843-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მექსიკამ დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და 4 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში მე-9 პოზიციაზე დგას.

რაც შეეხება აშშ-ს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, პარასკევის მონაცემებით, დაიღუპა 374 ადამიანი, გამოვლინდა 27 790 ახალი შემთხვევა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის