USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
კორი არნოლდი - არ გააღვიძოთ დათვი
дата:  904

ტექსტი: კორი არნოლდი
ფოტო: კორი არნოლდი

იუტას შტატის მოშორებულ გამოქვაბულში მძინარე შავი დათვი მოულოდნელ სტუმრებს ხვდება

ჩვენი მიზანი მხოლოდ ელემენტების გამოცვლა გახლდათ. პრობლემა ის იყო, რომ ელემენტები რადიოსაყელურში იდო, რომელიც მამრ შავ დათვს ეკეთა ბრაისის კანიონის ეროვნულ პარკში, იუტაში. ბრიგემ იანგის უნივერსიტეტის ველურ ცხოველთა ბიოლოგმა ვეს ლარსონმა „პატარა თავგადასავალზე“ დამპატიჟა: ზამთრის ძილში მყოფი დათვი ტრანკვილიზატორით უნდა გაგვეთიშა.

თებერვლის ცივ და უღრუბლო დღეს ვესი, მისი ძმა ჯეფი, ასისტენტი ჯორდანი და მე დათვის საყელურის GPS-კოორდინატებს მივყვებოდით წითელი მიწის კანიონის აღმართში.

სუსტმა რადიოსიგნალმა რამდენიმე ცარიელ ბუნაგში მიგვიყვანა. მზე რომ ჩავიდა, დაბრუნებაზე დავიწყეთ ფიქრი. უცებ თოვლის ფარდა ჩამოიშალა და ქვიშაქვის გამოქვაბული გამოაჩინა. ვიწრო, ბნელი გვირაბიდან ველური ცხოველის მძიმე სუნი გამოდიოდა.

ვესი, შეიარაღებული გასაშლელი ჯოხით, რომელსაც თავზე ტრანკვილიზატორიანი ნემსი ეკეთა, პირველი შეძვრა შიგნით. მას მისი ძმა მიჰყვა.

ოცდაათიოდე წამში ორივე უკან გამოვარდა – დათვს ეღვიძა. ვესმა შეძლო, მისთვის ნემსი შეერჭო და ვიცდიდით, როდის დაიწყებდა წამალი მოქმედებას. ცოტა ხანში მუხლებზე ხოხვით გავყევი ვესს. თავს ოდნავ უკეთ დაცულად ვგრძნობდი, რადგანაც ვიცოდი, დათვი თუ გამოგვენთებოდა, ჩემამდე ჯერ ვესს დაგლეჯდა.

მიხვეულ-მოხვეულ გვირაბს რომ კვლავ შევუყევით, უცბად ფართო თვალებმა შემოგვანათა. დათვს ისევ ეღვიძა. ზემოთ რომ ფოტოა, წამში გადავიღე. ვესმა მითხრა, გავჩერებულიყავი, სანამ ტრანკვილიზატორის ახალ დოზას მოამზადებდა. ნახევრადმიძინებულ დათვს გამოძრომა რომ მოეხერხებინა, შეიძლებოდა, კანიონში გადაჩეხილიყო.

დათვი ჩვენკენ წამოვიდა და მე ბუნაგიდან გამოსვლა მომიწია. გამოსასვლელი ზურგჩანთებითა და ჯოხებით ჩავხერგეთ, ვესმა კი დათვს ისევ ჩაარჭო ნემსი, მაგრამ მან ჩვენი ბარიკადა გაარღვია და ტაატით დაიწყო თოვლიან ფერდობზე დაშვება. ჯეფი და ჯორდანი მის უკანა თათებს ეცნენ და შეკავებას შეეცადნენ; ვესი ზურგზე დაახტა და საყელურს ჩაეჭიდა.

დათვმა ისინი ფერდობზე ჩაათრია და ფიჭვის ქვედა ტოტებთან შეჩერდა. ტრანკვილიზატორმა მოქმედება დაიწყო და მას ჩაეძინა. ვესმა და მისმა ძმამ რადიოსაყელური შეცვალეს და დათვის ჯანმრთელობა შეამოწმეს. ერთი რთული დავალება ისევ გვრჩებოდა – 160-კილოგრამიანი დათვი მანამდე უნდა აგვეყვანა თოვლიან ფერდობზე, უკან ბუნაგში, სანამ გაიღვიძებდა. ყველა კუნთით ვაწვებოდით და მოვახერხეთ, რომ ამოცანა ტრანკვილიზატორის ეფექტის გასვლამდე წარმატებით დაგვესრულებინა.

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, დათვის საყელურიდან მომავალმა სიგნალმა აჩვენა, რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და, იმედია, ადამიანებთან კონტაქტს ერიდება.

კორი არნოლდი ფოტოგრაფი, National Geographic-ის მკვლევარი და კომერციული მეთევზეა, რომელიც პორტლენდში ცხოვრობს, ორეგონის შტატში.
წყარო:https://nationalgeographic.ge/

Тбилиси
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати