USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
дата:  208

დიდი დიღმის IV მიკრორაიონში არსებულ 6 003 კვ. მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

„ესენი არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, თუმცა, სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. როდესაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ პრობლემის მოგვარება იყო. როგორც ქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს საცხოვრებელი გადავეცით. დაზარალებული, დაახლოებით, 3 100 ოჯახია. სხვადასხვა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები - ზოგი დასრულდა, ზოგი პროცესშია, ზოგი სანებართვო პროცედურებს გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ფართები მიიღონ და პროგრამა წარმატებით დასრულდეს. ვულოცავ მათ. მუდამ ასეთი გახარებული ყოფილიყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულმა 27-მა პირმა საკუთრებაში 52 ერთეული უძრავი ქონება მიიღო. პროექტის განმახორციელებელ კომპანიას - შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ კიდევ ორი სამშენებლო ობიექტი აქვს, რომლის ფარგლებშიც, ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ 104 პირს გადაეცემა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული ფართი 1 744-მა ოჯახმა უკვე მიიღო. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შემოსულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოიაზრება.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати