USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
კონსტანტინე კოსაჩოვი: რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგი სრულად აღადგინოს
дата:  456

“რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგი სრულად აღადგინოს”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა.

ამის შესახებ დეპუტატმა მედიაცენტრ “როსია-სეგოდნიას” მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომელიც სამამულო ომში გამარჯვებას მიეძღვნა. ვიდეოხიდს პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე და უკრაინის რადას დეპუტატი, ოლეგ ვოლოშინი ესწრებოდნენ.

კოსაჩოვის თქმით, ის კოლეგების სახელით ადასტურებს როგორც თანამოაზრეებთან, ასევე, ოპონენტებთან დიალოგის მზადყოფნას.

მისი განცხადებით, რუს პარლამენტარებს მწვავე თემების განხილვის არ ეშინიათ.

“ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც”, – განაცხადა კოსაჩევმა.

მისი თქმით, სწორედ პარლამენტარებმა უნდა მოახდინონ მსგავსი დიალოგის ინიცირება, თუ ამ ეტაპზე სხვა დონეზე ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. “თქვენს განკარგულებაში ვართ”, – დასძინა კოსაჩოვმა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати