USD 2.7561
EUR 3.0232
RUB 3.2005
თბილისი
კონსტანცა ევროპულ სივრცეში ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ ძირითად ნავსადგურად ყალიბდება
თარიღი:  70

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ, საქართველოდან უკრაინის გავლით, ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში წლობით აპრობირებული ტვირთნაკადების გავრცელების ღერძის,   კონსტანცის ნავსადგურის მიმართულებით გადანაცვლება გამოიწვია.

რამაც კონსტანცის ნავსადგურის ევროპულ სივრცეში, შუა დერეფნის ბუნებრივ დაბოლოებად და  ევროპულ სივრცეში ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ საყრდენ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება განაპირობა.

ტვირთნაკადების ღერძის კონსტანცის ნავსადგურის  მიმართულებით გადანაცვლებამ, შუა დერეფანს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთების გავრცელების არეალის გაფართოების საშუალება მისცა.

კონსტანცის ნავსადგურის საშუალებით – შუა დერეფანს  ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთის, მოლდოვის, სლოვენიის, უკრაინის და სერბეთის მიმართულებებით ტვირთნაკადების ახლებური გადანაწილების  ფორმირების შესაძლებლობა მიეცა.

სქემაზე წარმოდგენილია კონსტანცის ნავსადგურის ტვირთნაკადების გავრცელების არეალი, რომელიც აერთიანებს ლურჯი ტონით შემოსაზღვრულ ქვეყნებს.

ახლებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის კარიბჭის ფუნქციის მატარებელი სახელმწიფოსთვის, უპირველეს პრიოროტეტულ ამოცანას – კონსტანცის ნავსადგურთან კავშირებადობის გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს.

პირველ რიგში, მისასალმებელია, ორი წლის უკან, საქართველოს გავლით კონსტანცის მიმართულებით ახალი საბორნე ხაზის – E 60 შინიგ ლაინის ამოქმედება. რომელიც სადღეისოდ საკუთარი  საბორნე გემებით და ქართული დროშით ოპერირებს.

კერძო სანაოსნო კომპანიების შემოყვანა და ხელშეწყობა, ასევე მათ შორის კონკურენციის განვითარება, არა მარტო კერძო ბიზნესის არამედ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

კონსტანცის ნავსადგურის მიმზიდველობას დუნაის აუზის ქვეყნებთან სამდინარო ინფრასტრუქტურული კავშირები განსაზღვრავს.

გარდა ამისა, ნავსადგურის თანამედროვე აღჭურვილობა და ნავმისადგომთან არსებული სიღრმეები საკმარისია დიდი ტონაჟის გემების გასატარებლად, რომლებიც სუეცის არხით გადიან მსოფლიოს მთავარ სავაჭრო გზებზე.

კონსტანცის ნავსადგური 156 ნავმისადგომითაა აღჭურვილი, რომელთა სიღრმეები 7 დან 19 მეტრამდე მერყეობს, ნავმისადგომების საერთო სიგრძე  32 კილომეტრია. ეს მახასიათებლები საკმარისია იმისათვის, რომ ნავსადგურმა მიიღოს 165 000 ტონამდე ტევადობის და 220 000 ტონამდე ტვირთამწეობის ტანკერები.

კონსტანცის ნავსადგურს გააჩნია  საკმარისი სივრცე მომავალი განვითარებისთვის, რაც იძლევა სახმელეთო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას.

ნავსადგურის გაფართოების აუცილებლობამ წინა პლანზე  რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შემდეგ წამოიწია, როდესაც 2023 წელს 2021 წელთან შედარებით ნავსადგურის ტვირთბრუნვა 37 % გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 92.7 მლნ ტონას მიაღწია.

2024 წელს რეგიონში გადაზიდვების მიმართულებით სიტუაციის დასტაბილიზირების შედეგად, ნავსადგურის ტვირთბრუნვა შემცირდა – 77.5 მლნ ტონამდე (იხ. დიაგრამა).

2023 წელს ტვირთბრუნვის საფეხურებრივმა ზრდამ ნავსადგურის განვითარებისათვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა განაპირობა.  

სადღეისოდ კონსტანცის ნავსადგური ჯამურად 1.12 მილიარდ ევროს ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში.  პირველ რიგში, სპეციალიზებული ტერმინალების  და მათთან მისასვლელი გზების მისაყვანად, რისთვისაც შერჩეულია ორი არეალი:

 Molurile III S  – 305.6 მლნ ევრო (45 ჰექტარი საოპერაციო ფართობი, 11 ჰა ლოგისტიკური ფართობი, 7 ნავმისადგომი);

 Molurile IV S – 815 მლნ ევრო (110 ჰექტარი საოპერაციო ფართობი, 25 ჰა ლოგისტიკური ფართობი, 10 ნავმისადგომი) (იხ. ნავსადგურის გაფართოების სქემა).

შეერთებული შტატები კონსტანცის ნავსადგურს, შავი ზღვის რეგიონში თავისი სასიცოცხლო ინტერესების – სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტად განიხილავს.  

პროექტი რომელიც – 2.5 მილიარდი ევროს ფინანსური მოცულობისა, აერთიანებს – იარაღის სასაწყობე ობიექტებს,  სამხედრო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილ ანაგერებს და სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებს. მთლიანობაში 3 ათას ჰექტრაზე იქნება განთავსებული.

კონსტანცის ნავსადგური და მასთან მიმდებარე არეალი ევროპაში ნატოს ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტად გადაქცევის პერსპექტივით განიხილება.

ახლო მომავალში, რუმინეთის სამხედრო ბაზა, გერმანიაში რამშტეინის ბაზაზე დიდი იქნება და 10 000 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი.

გარკვეულწილად, ამერიკის და ნატოს ძალების შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, კონსტანცის სიახლოვეს განთავსების პირობებში, რთულად წარმოსადგენია აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ანაკლიაში – ჩინეთის მიერ ნავსადგურის მშენებლობა.

აღნიშნული დისპროპორცია პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ ჩინეთის აღიარებული სტრატეგიული დოქტრინიდან გამომდინარე, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩინეთი ნებისმიერ ახალ  ნავსადგურს სამხედრო დანიშნულებით ააშენებს, წინააღმდეგობაში მოდის რეგიონში – ამერიკის და ნატოს ინტერესებთან.

კონსტანცის ნავსადგურის მნიშვნელობაზე  შესაძლოა აგრეთვე ვიმსჯელოთ იმით, თუ რა დამატებით დატვირთვას ანიჭებს, როგორც სტრატეგიულ ობიექტს რეგიონისთვის და ირიბად უკრაინის ეკონომიკისთვის – ევროკავშირის ხელისუფლება.

2024 წელს ევროკომისიამ, კონსტანცის ნავსადგურში  126 მლნ ევროს დაფინანსებას დაუჭირა მხარი, რომელიც რუსეთის ომის შედეგად, უკრაინის სავაჭრო ნაკადების ოპტიმალურ გადანაწილებისკენაა მიმართული.

სოლიდარობის დერეფნების“ პროგრამის შესაბამისად, ევროკავშირის ფინანსური კონტრიბუცია მიზნად ისახავს სავაჭრო ნაკადების სტიმულირებას უკრაინაში და მის გარეთ.

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ, უკრაინის ხორბლის ექსპორტის ახალი მიმართულებების ძიებაში კონსტანცის ნავსადგურს სტრატეგიული დანიშნულება მიანიჭა (იხ. სქემა).

2023 წელს მხოლოდ ხორბლის გადაზიდვები კონსტანცის ნავსადგურში წინა წელთან შედარებით 50% ით გაიზარდა და  ბოლო წლების მაქსიმუმს – 36.2 მლნ ტონა მიაღწია (იხ. დიაგრამა).

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის 60 % ტრანზიტირდება რუმინეთის ტერიტორიაზე ხდება.

ამ მიზნით რუმინული კომპანია Transport Trade Services SA (TTS) კონსტანტის ნავსადგურში, მარცვლეულის ტერმინალის გაფართოებისთვის  23 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ტერმინალში ხორბლის შენახვის მოცულობა არსებული 110 000  ტონიდან 180 000 ტონამდე გაიზრდება. პროექტის ფარგლებში ხორბლის ერთდროული შენახვისათვის დაემატება ექვსი ერთეული, თვითეული 11 000 ტონა მოცულობის  დამატებითი საცავი ავზები.

პროცესის დასაჩქარებლად, ახალი ტერმინალი ტვირთებს ბარჟებიდან და სატვირთო მანქანებიდან მიიღებს ორი განტვირთვის პუნქტით, თითოეული საათში 350 ტონა გამტარუნარიანობით. ორი არსებული  მტვირთავით გემში, საათში 800 დან 1000 ტონამდე გადატვირთვა იქნება შესაძლებელი.

ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და  2026 წელს დასრულდება.

E 60 შიპინგ ლაინისთვის რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ, შავ ზღვაზე საკუთარი საბორნე გემებით ოპერირებს, აუცილებელია საქართველოს პორტებში გააჩნდეთ ადეკვატური ინფრასტრუქტურა.  

პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თავის დროზე როდესაც საქართველოს ნავსადგურები დაპროექტდა და აშენდა არ იყო არც საბორნე  და არც საკონტეინერო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი ტერმინალები, მოგვიანებით ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე ნავსადგურებს დაემატა ახალი ინფრასტრუქტურა, მაგრამ სათანადო სასაწყობე თუ სალიანდაგო ინფარსტურუქტურა სინქრონულად ვერ  განვითარდა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში საბორნე გემების დაჩქარებული ოპერირებისათვის აუცილებელია, ნავსადგურთან შეთანხმებული კომპრომისული ინფარსტრუქტურული  გადაწყვეტილების მიღება.

კონსტანცის ნავსადგურში საბორნე სიმძლავრეების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. უფრო მეტიც ბოლო წლებში ნავსადგურში ინტენსიურად იზრდება საბორნე და საკონტეინერო ტერმინალების რაოდენობა.

2024 წელს 65 მლნ ევროს ინვესტიციით, ორი ახალი ობიექტი დაემატა. მათ შორისაა 5 ჰექტარზე განთავსებული საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ამუშავებს მძიმე, მოცულობით და კომპლექსურ ტვირთებს, ასევე საავტომობილო მანქანების ტერმინალი, რომელსაც შეუძლია წელიწადში 80 000 ერტეული ავტომობილის დამუშავება.

გარდა ამისა, 2025 წლისთვის კონსტანცის ნავსადგურში დაგეგმილია 50 მლნ ევროს ღირებულების ლოგისტიკური ცენტრის გახსნა რომელიც გააძლიერებს კავშირებს სარკინიგზო და საგზაო ქსელებს შორის.დასკვნის სახით – ტვირთნაკადების ღერძის კონსტანცის ნავსადგურის  მიმართულებით გადანაცვლებამ, შუა დერეფანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთების გავრცელების არეალის გაფართოების საშუალება მისცა, რაც საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრირების გაუმჯობესების მიზნით კონსტანცის ნავსადგურთან საბორნე გადაზიდვების ინფრასტრუქტურის გაფართოებისკენ უბიძგებს.

წყარო:https://transcor.ge/

 
კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.