USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
კონგრესმენი რენდი ვებერი - თქვენი ქვეყანა წარმოდგენელია ნეგატიურ და საფრთხილო თვალსაზრისით
Date:  1370

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოუგზავნეს - ამჯერად ავტორი ტექსასელი კონგრესმენი რენდი ვებერია.

ვებერის წერილის ასლები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინსაც გაეგზავნათ.

 

"მე გწერთ იმისთვის, რომ შევუერთდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებიდან და ეკონომიკური განვითარებიდან უკუსვლის გამო.

 

ამერიკასთან საქათველოს სტრატეგიული პარტნირობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიურად გაცემული დახმარების გამო საქართველოში, თავს იძულებულად ვგრძნობ, რომ შევუერთდე ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მოგწერეს. მე ვუერთდები მათ გამოხატულ შეშფოთებებებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უარი გეთქვათ დაპირებულ საარჩევნო რეფორმებზე, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით და პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკის კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელ შევიწროებასთან დაკავშირებით.

გასულ წელს, მე შევუერთდი ჩემს კოლეგებს აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა იყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთისგან არსებული გამოწვევების წინაშე.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი არ ითვალისწინებდა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა გავლენა მოეხდინა შიდა მმართველობაზე ისე, რომ ეს იქნებოდა საწინააღმდეგო ამ ჩანაწერისა - "დემოკრატიული ღირებულებების განვითარება საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო უწყებების გამჭვირვალობით და პასუხისმგებლობით, კანონის უზენაესობით და ანტიკორუფციული მუშაობით" - წერს რენდი ვებერი.

"...პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თქვენი ქვეყანა წარმოდგენელია ნეგატიურ და საფრთხილო თვალსაზრისით ამერიკის მთავრობის მიერ შესაბამისობის კანონმდებლობასთან მიმართებით". ე.წ. შესაბამისობის კანონმდებლობა წარმოადგენს აშშ დაფინანსების მიღების შეფასების აქტს, რომლის საფუძველზეც ამერიკის მთავრობა და კონგრესი წყვეტს გამოყოს თუ არა დაფინანსება ბიუჯეტიდან ამა თუ იმ ქვეყნისათვის." - ვკითხულობთ მის წერილში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way