USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
კონგრესმენები პომპეოს: საქართველოს მთავრობაში რუსი ოლიგარქის მოსვლიდან პროგრესი უკან მიდის
თარიღი:  750

კონგრესმენები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს წერილით მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ.

 

"როგორც იცით, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით ,ურთიერთობების ტრანსფორმაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო გლობალური სავაჭრო პარტნიორებისათვის ბაზრის მეტად ხელმისაწვდომობა, თავდაცვითი თანამშრომლობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის". – წერენ ისინი.

სენატორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ესაუბრნენ და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს "კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესების მონიტორინგის" კუთხით, განსაკუთრებით კი ყურადღებას ამახვილებენ ამერიკულ კომპანიებზე. ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ურჩევენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან საუბარში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

"1. მოქმედი მთავრობა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, რომელიც ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში წლებია წვლილი შეაქვთ. ეს კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდისათვის.

2. საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები კრიტიკულ ამერიკულ ეროვნულ ინტერესს უქმნის საფრთხეს, მათ შორის:

ა. ამერიკული კომპანიების განზრახ მოხსნა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან და მფლობელობიდან, რის მიზანსაც რუსული და ჩინური გავლენებისგან საქართველოს იზოლირება წარმოადგენდა.

ბ. ირანის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გატარების არასრულფასოვნება, განსაკუთრებით, პორტთან დაკავშირებული აქტივობების და სხვა დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.

3. ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობისათვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის."

წერილს ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი. ის 27 ივლისით არის დათარიღებული.

 

წყარო: tabula.ge

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის