USD 2.6301
EUR 3.0044
RUB 3.3461
Tbilisi
კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება
Date:  1002

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის იყო საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება, 1500 ლარამდე ხელფასების მქონე თანმამშრომლებისთვის 750 ლარის ოდენობით. ჩვენ ვათავისუფლებთ ბიზნესს ამ საშემოსავლო გადასახადისგან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში, ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 ადამიანს. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით“, - განაცხადა გახარიამ.

World
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way