USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირზე კონტრაქტი შეუწყდა, კასპი-ახალქალაქის გზის მშენებლობა ჩააბარეს, რომლის ღირებულება 14.8 მლნ ლარია
дата:  

კომპანიას, რომელიც წერეთლის გამზირზე მუშაობდა, დროულად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო კი კონტრაქტი დროზე ადრე შეუწყდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. საუბარია, შპს “ერ ტე დე"-ზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14.8 მლნ ლარის კონტრაქტით ,,ერ-ტე-დეს" კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ს მშენებლობა დაუკვეთა. ხელშეკრულებას ხელი 18 იანვარს მოეწერა, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კი, იგივე კომპანიას ხელშეკრულება 16 იანვარს შეუწყდა.

კომპანიას ახალი კონტრაქტის შესასრულებლად ვადად 456 დღე აქვს განსაზღვრული.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, ,,ერ-ტე-დეს" მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება: 197.6 მლნ ლარია. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის 100%-ს ლუხუმ ქართლოსიშვილი ფლობს.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати