კომპანია „თელასმა“ 2021 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2021 წლის 9 თვეში კომპანია „თელასმა“ 2,070 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,6% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2020 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 697,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 628,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 68,9 ათასი – იურიდიური პირი.
2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 284 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით (268 კმ-ით) აღემატება 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს (6 016 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.