USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
კომპანია შპს "გრინსერვის+"-ს, რომელმაც ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული თბილისში
Date:  206

კომპანია გრინსერვის+-ს თბილსის მერიის მიერ გამოცხადებულ არაერთ ტენდერდერში გაუმარჯვია. კომპანიის საიტზე არის პროექტების ჩამონათვალი, რომლებშიც კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა ანბანის სკვერი, პარლამენტის შენობა, მზიურის პარკი, თბილისის მრგვალი ბაღი და ა.შ.

კომპანია გრინსერვის+ -ის წილის 34%-ს ტარიელ კიკნაძე ფლობს, 33%-ს - კობა ხარშილაძე. ასევე, 33% ეკუთვნის ლაშა ფურცხვანიძეს. კომპანიის დირექტორიც ასევე, ლაშა ფურცხვანიძეა.

"გრინსერვისი +"-ს 2013 წლიდან დღემდე ტენდერების გზით დაახლოებით 41 256 287 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით - 582 409 ლარი.  შპს "გრინსერვის +" -მა მხოლოდ 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და აქედან 12 040 521 ლარი მიიღო.

 შპს "გრინსერვისი +" 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანია. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს.

2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე - კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. 

გამოძიების ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ 2007 წლის 1-ელ მაისს, ნაცნობების მეშვეობით დააფუძნეს შპს გრინსერვისი, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელებიც, მისი დაფუძნების დღიდან იყვნენ თვითონ. ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს გრინსერვისი ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომელიც წინასწარ შეძენილი ჰქონდა კომპანიას.

2013 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე 400 000-400 000 ლარიანი გირაოების გათავისუფლდნენ. თუმცა, 24 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კობა ხარშილაძეს კვლავ დააკავეს იმ მოტივით, რომ მას საქართველოდან წასასვლელი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი - მაშინ მისი დაცვის მხარე კობა ხარშილაძის კიდევ ერთხელ დაკავებას ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირებდა.

შპს გრინსერვის +-მა გაარემონტა ე.წ. წითელი ბაღიც, რაშიც მერია 1,9 მილიონი ლარი გადაუხადა. ერთი წლის თავზე ბაღი კვლავ სარემონტო იყო. ბილიკებზე დაგებული მასალა მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა.

დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ანუ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. 2015 წელს ტენდერებიდან აღებულმა თანხამ 3 123 113 ლარი შეადგინა, 2016 წელს  3 549 836 ლარი, 2017 წელს კი 3 948 655 ლარი. მთლიანობაში 10 619 804 ლარი. კახა კალაძის მერობის შემდგომ, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა - 2018 წელს 11 025 727 ლარი მიიღეს, 2019 წელს 22 154 620 ლარი - მათ შორის 8 814 484 ლარიანი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, 2020 წელს კი 18 616 941 ლარი. აქედან 12 მილიონ ლარზე მეტი – უკონკურენტოდ.

 
 

 

 

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way