USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კომპანია „პროგრამა -ისანი“ საკუთრების ხელყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  1661

თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მისი უფლებების დარღვევის ფაქტებს ასაჯაროვებს.

კომპანია „პროგრამა- ისანის“ ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ და დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.

„ 2005 წელს ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო საკუთრების უფლების ხელყოფა. საქმე ეხება ტერიტორიას, რომელიც 1998 წლიდან შპს " პროგრამა - ისანის" საკუთრებაშია და ქეთევან წამებულის მოედნის, ეკლესია "ეჩმიაძინსა" და წმინდა მარინეს სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს შორის მდებარეობს.

ჩვენთან შეთანხმების გარეშე კომპანია „სითი-პარკს“, სარგებლობაში გადაეცა ჩვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი - 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

2015 წელს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიას. თბილისის მერიამ საპასუხო სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჩვენს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმება. ქალაქ თბილისის მერიის მოთხოვნა სასამართლოს სამივე ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა და საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო დავა ისევ გრძელდება 2015 წელს შეტანილ სარჩელზე და უკვე წლებია ველოდებით აღნიშნულ საქმეზე პროცესის ჩანიშვნას. ჩვენი საკუთრების უფლების დარღვევა მხოლოდ „ სითი პარკი“-სთვის ჩვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაცემით არ დასრულებულა. დარჩენილ ფართობზე, ასევე მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, 2011 წელს, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ ტერიოტირიის მოწყობა, გადაკეთება და მისთვის ერევნის სკვერის სახელის მინიჭიბა გადაწყვიტა, რითაც დაირღვა საქარელოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებით და შეთანხმებებით საყოველთაოდ აღიარებული საკუთრების უფლება.

2023 წელს საკრებულოსგან მიღებული პასუხით დადგინდა, რომ 2011 წლის 27 მაისის დადგენილებით მოხდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ტერიტორიისათვის ერევნის სკვერის დარქმევა, თუმცა ირკვევა, რომ საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება (2011 წლის 27 მაისის N6-27) მატერიალური სახით დაცული არ არის.

ჩვენი უფლებების დარღვევას ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე აშენებულია აგურის კედლები, მოწყობილია სკვერი და გამწვანება, რომლის ფართობი 1835 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპის კონვენციით საყოველთაოდ აღიარებული და დაცული უფლებაა. საკუთრების ხელყოფა, შეზღუდვა და კერძო საკუთრებაში შეჭრა დაუშვებელია.

ჩვენ, დღემდე შეზღუდული გვაქვს ჩვენი კერძო საკუთრებით სარგებლობის უფლება. მივმართავთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიას და ვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე მიენიჭა ჩვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთს ერევნის სკვერის სახელწოდება. მოვითხოვთ 2011 წელს საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმებას და უფლებას ვიტოვებთ მივმართოთ სასამართლოს ჩვენი დარღვეული უფლებების აღსადგენად.“ - ნათქვამია კომპანია „პროგრამა-ისანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის