USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დედაქალაქის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
дата:  

კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დედაქალაქის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია.

როგორც კომპანიის ტენდერების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა განაცხადა, ადგილზე მისულ კომპანიას დახვდა ისეთი ტექნიკური პრობლემები, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ იყო.

მათ შორის, ადგილზე მუშაობდნენ წყლის, გაზისა და ინტერნეტის კომპანიები, რომლებმაც როგორც ვახტანგ ჯალიაშვილი ამბობს, დაკისრებული სამუშაოები თავის დროზე ვერ შეასრულეს, შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიებსაც საქმიანობის დაწყება გაუჭიანურდათ.

„არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ იმ ტენდერის გამოცხადებიდან მოყოლებული იმდენი ტექნიკური პრობლემა იყო, დავალების შესრულებისას წარმოქმნილი, რა ნახაზებით და საპროექტო დოკუმენტაციითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, სულ სხვა რეალობა. არ იყო არანაირი დაზუსტებები, არანაირი დოკუმენტაცია, მაგალითად, სად გადიოდა კაბელები და ა.შ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, ობიექტზე შესული იყო, წყლის, ასევე, გაზის კომპანიები, „სილქნეტი“, სანამ ეს კომპანიები არ დაასრულებდნენ თავის სამუშაოებს, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებდით ასფალტის დაგებას. დამოკიდებული ვიყავით ამ კომპანიების მხრიდან სამუშაოების შესრულების სისწრაფეზე. ის კომპანიები თავის დროზე რომ ვერ ასრულებდნენ სამუშოებს, ჩვენც ამოვვარდით გრაფიკიდან.

ჩვენ ვცდილობდით, რამენაირად კომუნიკაცია გვქონოდა მერიასთან, რომ მოეგვარებინათ ეს ტექნიკური პრობლემები, მაგრამ მერიამ არანაირად, ან ვერანაირად ვერ მოახერხა კომუნიკაცია.

ახლა ფორსმაჟორული მდგომარეობა გვაქვს და არ გვინდა ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ იურიდიულ კომპანიებთან და ჩვენს პარტნიორებთან, ვინც ჩვენთან არის ამ საქმეში, გავივლით კონსულტაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მერიის გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია არასამართლიანად ჩვენთან მიმართებით“, - აცხადებს ვახტანგ ჯალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати