USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კომპანია „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს.
Date:  711

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომპანია „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. ამის ტაობაზე კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25“-ის გაუქმება და „მარტივი 30“-ის შემოღება, ცალსახად იწვევდა აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირებას და არჩევანის შეზღუდვას.

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვების ვალდებულება, მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად განუსაზღვრა. კვლევის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ საცალო სეგმენტზე არსებული შეთავაზებების პირობები შეისწავლა და აბონენტების ქცევისა და მოთხოვნების დეტალური ანალიზი ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ „მარტივი 25“ „მაგთიკომის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პაკეტია, რომელსაც აბონენტები ძირითადად ულიმიტო ხმოვანი მომსახურებებისთვის იყენებენ, ხოლო ინტერნეტის მოცულობა საკმარისი არ არის და მათ დამატებით პაკეტების შეძენა უწევთ. შესაბამისად, “მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30 ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ, როგორც „მარტივი 25“-ის გაუმჯობესებული ვერსია ისე დაანონსდა, სინამდვილეში მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ, ხოლო იგივე ხმოვანი მომსახურებებისთვის ისინი გაზრდილ საფასურს იხდიან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორივე შეთავაზების პირობებში, 30 ლარიანი პაკეტი მომხმარებელში პოპულარობით არ სარგებლობს და მომხმარებელი უპირატესობას კვლავ 25 ლარიან პაკეტს ანიჭებს. შესაბამისად, „მარტივი 25“-ის გაუქმება აბონენტების დიდი ნაწილისთვის ბაზარზე არსებული მომსახურებების არჩევანის შეზღუდვას და მომსახურების გაძვირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ულიმიტო 25 ლარიანი პაკეტის ძალაში დატოვება ჯერ კიდევ გასულ წელს დაავალდებულა, ხოლო „მარტივი 25“-ის „მარტივი 30“-ით ჩანაცვლების გადაწყვეტილება, კომისიის მიმართვის საფუძველზე, კომპანიამ 2020 წლის მარტში 7 ივლისამდე, დროებით შეაჩერა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიკომს“ აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვება მოუწევს.“-წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way