USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
Tbilisi
კომპანია „ლილო მოლი“ ითხოვს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა ორი დღით, 26 და 27 დეკემბერს მიეცეთ
Date:  1566

კომპანია „ლილო მოლის“ განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს, სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა ორი დღით, 26 და 27 დეკემბერს მიეცეთ.

ამასთან, „ლილო მოლის" ადმინისტრაცია 24 დეკემბრიდან რეგულაციების ნაწილობრივი შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების 2 - თვიანი გეგმა, მუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისათვის, კომპანია „ლილო მოლი“ და ჩვენს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ათასობით მეწარმე გაგებით მოვეკიდეთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი საქმიანობა მთლიანად გადაეწყო ამ გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე და იმ მოლოდინით, რომ იყო პირობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო სექტორისათვის შეზღუდვების მოხსნაზე, ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისთვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას.

საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენთვის არის აუხსნელი და გაუგებარი, გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ დარჩეს გაუყიდავი ფაქტობრივად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს. ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს უკან მდგომი მეწარმეების სამომავლო მდგომარეობის თაობაზე და თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, რათა ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ამ სექტორის მეწარმეთა ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიმართ",-აღნიშნულია "ლილო მოლის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way