USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს
Date:  419

„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, Meta-ს „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ კონტენტის გადახედვის პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს და „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციაზე უარს ამბობს. მათ ნაცვლად იქნება მომხმარებლების მიერ შექმნილი „საზოგადოების შენიშვნები“, როგორიც პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) არსებობს.

„ფაქტ-ჩექერები“ პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა“, - განაცხადა Meta-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბეგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამავდროულად, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკას „მეორე მხარეც“ მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ „კონტენტის მოდერირებაში ცვლილებების შეტანის შედეგად პლატფორმაზე მეტი მავნებელი კონტენტი გაჩნდება“.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way