USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
Тбилиси
კომპანია „დიოს“ აღმსარულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი - "ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! ნელი სიკვდილის გზას ვადგავართ“
дата:  954

კომპანია „დიოს“ აღმსარულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საქართელოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანა "ნელი სიკვდილის გზას ადგას" და ამას ვერ ვხვდებით.

თავის პოსტში თამაზ დაუშვილი დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ ამის გამოსწორება არავის აინტერესებს.

„ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის. 20%-იანი უმუშევრეობის "განულების" მშვენიერ გზას როგორც იქნა მიაგნო მთავრობამ, რომელსაც ძალიან მომხიბვლელი სახელი დაარქვა კიდეც: "საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალური დასაქმება'". 1989 წელს იმიტომ აღვუდექით რუსულ ტანკებს წინ და შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოდან გავქცეულიყავით 30 წლის შემდეგაც?!

ეკონიმიკა სტაგნირებს, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება, ლარი 100%-ით გაუფასურდა და გაჩერებას არ აპირებს, ყველაფერზე ფასები გაფრინდა, ადამიანებს შემოსავალი უმცირდებათ, დემოკრატილი ინსტიტუტები კიდევ უფრო დეგრადირდება, ხალხი შიმშილობს, ადამიანები უწამლობით კვდებიან, განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სოფლის მეურნეობა თოხს და ბარს ვერ გასცდა, დეოკუპაცია საერთოდ რა მოსატანია, პატრიოტობა და სამშობლოსთვის თავდადება რა სისულელეა და ა.შ. მოკლედ, ნელი სიკვდილის გზას ვადგავართ და ვერ ვხვდებით“, - წერს თამაზ დაუშვილი.

мир
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати