მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს დისკრიმინაციული რეგულაცია, - ასე ეხმაურება კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.
„გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხები კიდევ ერთხელ გააძვირა. ახლა კომერციული ბანკებიდან ლარში აღებულ სესხში მინუმუმ 13-14%-ის გადახდა მოგიწევთ, მაშინ როცა ევროში სესხის პროცენტის განაკვეთი არის 5%, ანუ თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლები. თითქოს ლოგიკურია, რომ მსესხებელს ხელს უნდა აძლევდეს სესხის ევროში აღება და ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ იგი აწყდება ეროვნული ბანკის მიერ, ე.წ. ლარიზაციის მიზნით, დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს 200 000 ლარზე ნაკლები სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას. ეს შეზღუდვა ნაკლებად ეხება დიდ კომპანიებს და მდიდარ ადამიანებს.
ისინი რა თქმა უნდა ისარგებლებენ ამ პრივილეგიით და სესხს უცხოურ ვალუტაში აიღებენ, ხოლო რაც შეეხება პატარა კომპანიებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, მათ მოუწევთ სესხის ლარში აღება და სამმაგი პროცენტის გადახდა. ეს არის კლასიკური მაგალითი მდიდრის უფრო გამდიდრების და ღარიბის უფრო გაღარიბების. მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული რეგულაცია და ყველას დაუბრუნოს სესხის მისთვის სასურველ ვალუტაში აღების არჩევანის თავისუფლება“, - წერს დაუშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.