USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი - მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს დისკრიმინაციული რეგულაცია
дата:  860

მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს დისკრიმინაციული რეგულაცია, - ასე ეხმაურება კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.

„გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხები კიდევ ერთხელ გააძვირა. ახლა კომერციული ბანკებიდან ლარში აღებულ სესხში მინუმუმ 13-14%-ის გადახდა მოგიწევთ, მაშინ როცა ევროში სესხის პროცენტის განაკვეთი არის 5%, ანუ თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლები. თითქოს ლოგიკურია, რომ მსესხებელს ხელს უნდა აძლევდეს სესხის ევროში აღება და ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ იგი აწყდება ეროვნული ბანკის მიერ, ე.წ. ლარიზაციის მიზნით, დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს 200 000 ლარზე ნაკლები სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას. ეს შეზღუდვა ნაკლებად ეხება დიდ კომპანიებს და მდიდარ ადამიანებს.

ისინი რა თქმა უნდა ისარგებლებენ ამ პრივილეგიით და სესხს უცხოურ ვალუტაში აიღებენ, ხოლო რაც შეეხება პატარა კომპანიებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, მათ მოუწევთ სესხის ლარში აღება და სამმაგი პროცენტის გადახდა. ეს არის კლასიკური მაგალითი მდიდრის უფრო გამდიდრების და ღარიბის უფრო გაღარიბების. მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული რეგულაცია და ყველას დაუბრუნოს სესხის მისთვის სასურველ ვალუტაში აღების არჩევანის თავისუფლება“, - წერს დაუშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე.

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати