USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
კომპანია "ჩერიმ“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა- "გვინდა ბანკზე ნაკლებ პროცენტში მივიღოთ თანხა, მომხმარებელს კი შედარებით მეტი სარგებელი მივცეთ“
дата:  643

ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „ჩერი“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. „ჩერის“ თამასუქი არის საინვესტიციო პროდუქტი, წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, მოკლევადიან სასესხო ვალდებულებას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს ფულის მოკლევადიანი დაბანდება საბანკო ანაბარზე უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლით.

როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, „ჩერის“ თამასუქი არის 6-დან 10 თვემდე ვადის, არანაკლებ 5000 ლარიანი ნომინალური ღირებულების სესხი რომელსაც ღებულობს კომპანია ჩერი და იღებს ვალდებულებას დააბრუნოს. თამასუქის თანხას დაერიცხება წლიური 12%, სარგებლის ყოველთვიური გადახდით (თვეში - 1%).

„ჩერი ყიდის თამასუქს იმიტომ, რომ გადაიხადოს საბანკო ოვერდრაფტზე ნაკლები პროცენტი ანუ საშუალოდ ბანკის 6-10 თვიანი სესხი ლარში ღირს წლიური - 14%, ამ შემთხევაში კი უფრო ნაკლები გამოდის. თამასუქის მყიდველი კი მიიღებს საბანკო ანაბარზე მეტ საპროცენტო სარგებელს ანუ საშუალოდ ბანკები 6-10 თვიან ანაბარზე ლარში იხდიან მხოლოდ წლიურ 7%-ს. შესაბამისად იდეა იყო ის, რომ შედარებით ნაკლებ პროცენტში მიგვეღო თანხა, მომხმარებელს კი შედარებით მეტი სარგებელი მიეღო. მსგავსი პრაქტიკა უცხოეთშიც არსებობს.

დაინტერესება საკმაოდ დიდია, გავაფორმეთ არაერთი თამასუქი, თუმცა რაოდენობასა და ღირებულებაზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს. შეიძლება ითქვს, რომ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ. აღნიშნულ თანხას ისევ წარმოების პროცესში გამოვიყენებთ, ამ ეტაპზე სხვა განსაკუთრებული გეგმები არ გვაქვს“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა თინათინ ლომთაძემ.

წყარო:commersant.ge

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати