USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის პირველ 4 თვეში 936 მილიონი ლარის წმინდა მოგება ნახეს
Date:  

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის პირველ 4 თვეში 936 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. 2023 წელთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 168 მილიონი ლარით, ანუ 22%-ით არის გაზრდილი. სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მოგების 88% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის, ხოლო პირველი სამი ბანკის მოგება სექტორის მთლიანი მოგების 91%-ია. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზეა.

კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები 2024 წლის 4 თვეში:

ბანკი

წმინდა მოგება/ზარალი 2024 წლის 4 თვეში, ლარებში

საქართველოს ბანკი 475,393,000
თი–ბი–სი ბანკი 346,982,000
ლიბერთი ბანკი 32,131,000
ბაზის ბანკი 24,115,000
პროკრედიტ ბანკი 12,616,000
ქართუ ბანკი 12,326,000
კრედო ბანკი 11,032,000
ტერა ბანკი 9,461,000
ხალიკ ბანკი 6,372,000
იშ ბანკ 5,129,000
პაშაბანკი 2,659,000
ზირაათ ბანკი 1,853,000
ვი–თი–ბი ბანკი -74,000
პეივბანკი -117,000
პეისერა -524,000
ჰეშბანკი -1,037,000
სილქ ბანკი -2,482,000
 
society
A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის საფასური თითოეულ ავტომობილზე დიფერენცირებული წესით განისაზღვრა.

სააგენტოს განმარტებით, ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისთვის საფასური შეადგენს 0,27 ლარს ერთ კალენდარულ დღეში, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 0,13 ლარს დღეში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე საერთოდ არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება, გადასახადი განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით დღეში.

ამასთან, სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლებსაც მხოლოდ ელექტრო ძრავა აქვთ, გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან 2029 წლის 31 დეკემბრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ელექტრონული სისტემა ყოველდღიურად ითვლის გადასახდელ თანხას, ხოლო ყოველი თვის პირველ რიცხვში ნებართვის მფლობელს პირად სივრცეში გამოუჩნდება წინა თვის ჯამური გადასახადი.

მათივე ცნობით, ნებართვის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 7 რიცხვისა. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის ვალდებულება გადადის მომდევნო პირველ სამუშაო დღეზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 17 ივნისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდა, დაგროვილი დავალიანება დროულად დაფარონ. მისი თქმით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს და არ იხდის გადასახადს, რის გამოც დავალიანება ყოველდღიურად იზრდება. მერიის ინფორმაციით, შესაბამის პირებს შეტყობინებები პერიოდულად ეგზავნებათ.

უწყების განმარტებით, დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმების ეტაპობრივი ზრდა - 100, 300 და 900 ლარი, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ემატება საურავები და საბოლოოდ ნებართვის გაუქმება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way