საქართველოში მოქმედმა 17-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2024 წლის პირველი 4 თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 55.5 მილიარდ ლარს აღწევს. ამ თანხის 76.5% ორი უმსხვილესი ბანკის მიერ გაცემულ კრედიტებს წარმოადგენს, ხოლო სამი უმსხვილესი ბანკის კრედიტების მოცულობა სექტორის 82%-ია.
ბანკების ფინანსური ინფორმაციის თანახმად, მთლიანი სესხებიდან 18.7 მილიარდი ლარი კორპორაციული სესხებია, 9.1 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტებია, 7.5 მილიარდი ლარი მიკრობიზნეს სესხებია, ხოლო 20.2 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტებია.
ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:
კომერციული ბანკი |
საკრედიტო პორტფელი ლარებში |
| თი–ბი–სი ბანკი | 21,821,087,000 |
| საქართველოს ბანკი | 20,738,857,000 |
| ლიბერთი ბანკი | 3,193,676,000 |
| ბაზის ბანკი | 2,515,565,000 |
| კრედო ბანკი | 2,139,730,000 |
| ტერა ბანკი | 1,335,429,000 |
| პროკრედიტ ბანკი | 1,243,618,000 |
| ქართუ ბანკი | 870,052,000 |
| ხალიკ ბანკი | 696,128,000 |
| იშ ბანკ | 316,404,000 |
| პაშაბანკი | 313,756,000 |
| ვი–თი–ბი ბანკი | 205,670,000 |
| ზირაათ ბანკი | 149,604,000 |
| სილქ ბანკი | 64,415,000 |
ეკონომიკის სექტორების მიხედვით სასესხო დაფინანსება წაიკითხეთ ბმულზე.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.